ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა "SportBild"-მა არ გამორიცხა პეპის მიუნხენში დაბრუნება, არგუმენტად კი რამდენიმე ფაქტი მოყავს.
წყაროს ინფრომაციით, პეპსა და "ბაიერნის" ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა არასდროს გაფუჭებულა. მეტიც, ხშირად ხდებოდა ინფორმაციების გაცვლა და რჩევების მიღება, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი "ბაიერნისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაა ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში.
პეპის დაბრუნების შესაძლებლობას "SportBild"-ის გარდა ადასტურებენ ისეთი სანდოგამოცემები როგორებიცაა: "The Athletic", "Spox" და "AZ".
ყველაფრის მიუხედავად, პეპ გვარდიოლას დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის "სიტის" დატოვებს, სავარაუდოდ, ესპანეთის ნაკრებს ჩიაბარებს.