...

ბაიერნი ინგოლშტადტს საჩუქრებს შეპირდა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში "ლაიფციგის" დამარცხების გამო, მიუნხენის "ბაიერნი" "ინგოლშტადტის" მადლობელია და საშობაოდ საჩუქრებსაც კი ჰპირდება.

კარლო ანჩელოტის გუნდმა შაბათს "ვოლფსბურგი" შინ 5:0 გაანადგურა, პარალელურად კი ბუნდესლიგის სენსაციურმა დებიუტანტმა 0:1 წააგო და პირველი ადგილი "სახმრეთის ვარსკვლავს" დაუთმო.

"რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ეინც რუმენიგემ, "ლაიფციგის" პირველ მარცხზე სახალისო კომენტარი გააკეთა და "ინგოლშტადტს" მადლობა ორიგინალურად გადაუხადა.

"ახლა "ინგოლშტადტი" მიუნხენურ ლუდსა და ძეხვის მთელ შეკვრას ნამდვილად იმსახურებს. შემდეგ კი შეუძლიათ, რომ გარკვეული პერიოდი ჩვენ გვიგულშემატკივრონ.

როდესაც ასეთი მეზობელი გყავს უკმაყოფილო ვერ იქნები", - განაცხადა რუმენიგემ.

მოგეხსენებათ, რომ ინგოლშტადტიც ბავარიის რეგიონს ეკუთვნის და მიუნხენიდან მხოლოდ 80 კილომეტრით არის დაშორებული.

ბუნდესლიგის მომდევნო ტურში "ბაიერნი" სტუმრად "დარმშტადტს" შეხვდება, რომელიც "ინგოლშტადტის" უშუალო კონკურენტია და ახლა ცხრილის ბოლო ადგილებზე სწორედ ეს გუნდები არიან. შესაბამისად, მიუნხენელებს მომავალ კვირას ვალის დაბრუნების საშუალება ექნებათ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა რუმენიგე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა