ჰანსი ფლიქის პრესკონფერენცია

ჰანსი ფლიქის პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მოსალოდნელ მატჩთან დაკავშირებით „ბაიერნის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიქმა, პრესკონფერენცია გამართა.

„ჟერომ ბოატენგმა კარგად ივარჯიშა, თუმცა ჯერ კიდევ არ მიმიღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ ითამაშებს ცენტრალურ მცველად.

ზოგიერთ ფეხბურთელს რითმში შესვლა სჭირდება, სხვებს - დასვენება. თამაში ყველას შეუძლია. ჩვენ ყველაფერი კარგად უნდა განვსაზღვროთ. ერთი რამ ფაქტია: გვსურს ცხრილის თავში დავრჩეთ.

ტიაგოს მაჯა აქვს დაზიანებული, მაგრამ ის შეძლებს თამაშს. ეს ის მოთამაშეა, ვისი იმედიც სულ უნდა გქონდეს. გუნდი არც ისე კარგად გამოვიდა და მე დავიწყე ფიქრი. დავინახე, რომ კიმიხი არაჩვეულებრივად მუშაობს ექვსეულის პოზიციაზე. მინდა, კარგი ბაზა ავაგო, განსაკუთრებით - დაცვის ხაზში.

„ბაიერნს“ იღბლიანია, რადგან ჰყავს ტიაგო. მას შეუძლია ექვსეულისა და რვიანის პოზიციაზეც თამაში.

ალფონსო დევისი თავის საქმეს ძალიან, ძალიან კარგად ართმევს თავს. გაოგნებულიც კი ვიყავი იმით, თუ როგორ ითამაშა მან დორტმუნდის წინააღმდეგ. თუ ის გამოსწორდება, როგორც შემტევი, ჩვენ კიდევ გავერთობით ერთად.

მიულერი ძალიან მნიშვნელოვანია მინდორზე, ის მარტივად ითვისებს ტაქტიკებს, მეტიც, თომასი მწვრთნელის მეორე ხელი და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია.

როგორც ტრენერი, სიამოვნებას ვიღებ. აქ, ბელგრადში, ატმოსფერო განსაკუთრებულია, თუმცა ჩვენ არაჩვეულებრივად ვართ მომზადებულები,“ - განაცხადა მიუნხენელთა მწვრთნელმა.

„ბაიერნი“ „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ 26 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე ითამაშებს.



27-11-2019, 03:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0