...

შტეფან ეფენბერგის ინტერვიუ

მიუნხენურმა გამოცემა "TZ-Online-მა" "ბაიერნის" ყოფილ კაპიტანთან და ცენტრალურ ნახევარმცველთან, შტეფან ეფენბერგთან, საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"რეკორდმაისტერის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისთავი ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს და კარლო ანჩელოტის გუნდის შანსებს სერიოზულად აფასებს.

ჰერ ეფენბერგ, "ბარსელონას" სხვა მეტოქე შეხვდა, რაც "ბაიერნს" მერვედფინალში უფრო მეტ შანსებს უტოვებს.
"იოლი მეტოქე არც ახლა გვყავს, მაგრამ "არსენალი" სავსებით მისაღებია. ორი აზრი არ არსებობს, რომ "ბაიერნის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მიუხედავად ლონდონელების უდიდესი პატივისცემისა, მიუნხენელებმა ეს ეტაპი უნდა დაძლიონ."

როგორ შეაფასებდით "არსენალს"?
"სიმართლე გითხრათ, მათი ბევრი მატჩი თავიდან ბოლომდე მაქვს ნანახი. ეს საკმაოდ ძლიერი გუნდია, რამდენიმე არანორმალურად ძლიერი ინდივიდუალისტით, რომლებიც შეტევაში მოქმედებენ. პირველ რიგში, მესუტ იოზილს გამოვყოფდი."

არის თუ არა ეს ბოლო წლების საუკეთესო "არსენალი"?
"თუ გუნდის ბირთვი შენარჩუნებული იქნება, მაშინ საერთო ხარისხი ყოველი წლის შემდეგ აუცილებლად მოიმატებს. საქმეც სწორედ ამაშია და დიახ, "არსენალი" მართლაც საკმაოდ სახიფათო მეტოქეა."

"ბაიერნი" პირველ თამაშს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. არის თუ არა ეს უპირატესობა ლონდონელებისთვის?
"პირადად ჩემთვის, ამას არასოდეს ჰქონია რაიმე მნიშვნელობა. ზოგი იტყვის, რომ ეს უპირატესობაა, ზოგი კი საპირისპირო აზრზე იქნება. შენ ორი თამაში გაქვს და საერთო ჯამში, დადებითი შედეგი უნდა მიიღო."

როგორ შეაფასებდით "ბაიერნის" გამოსვლას ჯგუფურ ეტაპზე?
"ახლა ჯგუფური ეტაპი მნიშვნელოვანი აღარ არის! მთავარი ყოველთვის მომდევნო ეტაპია. ისინი უბრალოდ მეორეზე გავიდნენ და მორჩა. ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა. ფლეი-ოფიდან ფეხბურთელები სულ სხვა კოცენტრაციითა და მოტივაციით ითამაშებენ."

არის თუ არ კარლო ანჩელოტი იდეალური ფლეი-ოფის თამაშებისთვის? მას ხომ ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი სტატისტიკა აქვს.
"მას უდიდესი გამოცდილება აქვს და ანჩელოტიზე საერთოდ არ ვღელავ. როდესაც საქმე რეალურად მნიშვნელოვან თამაშზე მიდგება, მან იცის რაც უნდა გააკეთოს. ის, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების ოსტატია."

ანუ "ბაიერნს" ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი გადაეღობება?
"მოითმინეთ! ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, სადაც იღბალი აუცილებელია, მცირედი მაინც. უნდა გაგიმართლოს, რომ კონკრეტულ მომენტში ტრავმირებული მოთამაშეები არ გყავდეს. გარდა ამისა, არის კიდევ ბევრი წვრილმანი ფაქტორი, რომლებიც დღეს უბრალოდ არ არსებობენ."

პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, ბოლო სამ წელიწადში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში...
"მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ უნდა დაადანაშაულოთ, რადგან მინდორზე მოთამაშეები გადიან და პირველადი პრეტენზიები სწორედ მათთან უნდა გვქონდეს. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელსაც ასე მარტივად ვერ მოიგებ."

ლამისა და ალონსოს ტიპის მოთამაშეები ტიტულებს კვლავ მოწყურებულები არიან?
"როდესაც ახალი სეზონი იწყება, ნებისმიერ ფეხბურთელს ყოველი თამაშის მოგება სურს. თუმცა, მიზნების დასახვის დროს აუცილებლად რეალისტი უნდა იყო. "ბაიერნს" კი ყოველთვის უმაღლესი ამბიციები აქვს, რომელიც ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფინალია. რა თქმა უნდა, მაგალითად, არტურო ვიდალს ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო მეტად უნდა, რადგან ეს არასოდეს გამოუცდია, მაგრამ მოტივაცია ისეთი მაღალი დონის პროფესიონალებისათვის, როგორებიც ალონსო და ლამი არიან, პრობლემას არ წარმოადგენს."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
heineken
heineken | 13 დეკემბერი 2016 23:44
მართალია ყველაფერში მეფე ცოტა იღბალია მაინცაა საჭირო იმედია კარლო ყველაფერს კარგათ და სწორათ გააკეთებს მისი დიდი იმედი გვაქ ყველას თუმცა 1 რიგში მაინც ფეხბურეთელებია არიან ყველაფერში პასუხისმგებელნი იმედია არსენალთან ორთავე თამაში კარგათ ითამაშებენ და კარლოს დარიგებას კარგად გამოიყენებენ სტადიონზე
google
google | 14 დეკემბერი 2016 01:11
აუ ეხლა ვუყურებ არსენალის თამაშს და უსერიოზულეს სისწრაფეზე თამაშობენ საღოლ რა წელს მაგარი გუნდი ყავთ სერიოზულ პრობლემებს შექმნიან
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა