...

ზამერი უახლოეს მომავალში მუშაობას არ აპირებს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, გერმანულ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მუშაობას არ აპირებს.

საკმაოდ ძლიერმა და გამოცდილმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერი" 2016 წლის ზაფხულში ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა. ახლა კი სრულიად გამოჯანმრთელდა, მაგრამ როგორც ამბობს, სერიოზულ დატვირთვას ვერ გაუძლებს.

"როდესაც "ბაიერნიდან" წამოვედი, განვაცხადე, რომ ცხოვრების გაგრძელება საკუთარი გზით მსურდა. კლუბსა და გუნდზე კი კვირაში შვიდი დღე და დღეში 24 საათი უნდა იფიქრო.

გარდა ამისა, მუდამ საჯარო განხილვის საგანი უნდა იყო. ამ მომენტისათვის, ამხელა დატვირთვის მიღება არ მსურს და კლუბში მუშაობას არ ვაპირებ.

თუმცა, ახლა სრულიად გამოვჯანმრთელდი და მზად ვარ ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო", - განაცხადა ზამერმა, რომელმაც "ბაიერნში" სამი წელი ძალიან ნაყოფიერად იმუშავა.

გერმანულ პრესაში იწერებოდა, რომ ზამერით თურქული "გალათასარაი" ინტერესდება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს უბრალოდ ჭორებია. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მატიას ზამერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა