...

ფაქტები მატს ჰუმელსის ცხოვრებიდან

გუშინ მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების დაცვის ლიდერი, მატს ჰუმელსი, 28 წლის გახდა და იუბილე აღნიშნა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კი გთავზობთ საინტერესო ბლოგს, სადაც მატს ჰუმელსის მინდორს მიღმა ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს გაიგებთ. გაეცნობით მატსის შესანიშნავ დედას, მეუღლეს, მის პირველ ნაბიჯებს "ბაიერნში" და დესერტად, ბოლოსკენ, იხილავთ მშვენიერ ტორტს, რომელიც ჰუმელსის დაბადების დღისთვის, მისმა რჩეულმა კეტი ფიშერმა, სპეციალურად მოამზადა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეწაღე ჰოლტჰოფის ოჯახში, მიყრუებულ სოფელ ვალვერტში, დაიბადა გოგონა, რომელსაც ულა დაარქვეს. ულა ბავშვობიდანვე აცნობიერებდა, რა იყო სიღარიბე და შიმშილი. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობამ არ იცოდა წერა–კითხვა, იქ ერთადერთი ბიბლიოთეკა ჰქონდა მღვდელს, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ულა, სწორედ მღვდელთან მიღებული ცოდნით გოგონამ 19 წლის ასაკში შეძლო სტაჟირების დაწყება რეგიონული გაზეთის – "Westdeutsche Allgemeine Zeitung" (WAZ)–ის სპორტულ განყოფილებაში. დაახლოებით ამ პერიოდში ულას ჰქონდა რომანი ფეხბურთელ – ჰერმან ჰუმელსთან, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ახალგაზრდულ კლუბებში: "Bonner SC", "FV Bad Honnef" და "Hammer SpVg", თუმცა ერთ წელს ითამაშა მეორე ლიგის კლუბ "Tus Schloss Neuhaus"–შიც კი. ჰერმანთან ურთიერთობა უფრო აძლიერებდა ფეხბურთისადმი ულას სიყვარულს, რომლითაც ის ბავშვობაში იკვებებოდა. მალე ულა და ჰერმანი დაქორწინდნენ, მათ ორი შვილი შეეძინათ. უფროსს მატსი დაარქვეს, იმ დროს წარმატებული ჩოგბურთელის, მატს ვილანდერის, პატივსაცემად.

ულა აგრძელებდა თავის ჟურნალისტურ მოღვაწეობას და ისიც შეძლო, რომ პირველი ქალი კომენტატორი გამხდარიყო. 2011 წელს ოსკარ ბექმა, გამორჩეულმა მიმომხილველმა, სვეტიც კი მიუძღვნა ულას, სახელწოდებით: "გერმანული ფეხბურთის დედა".

მატს ჰუმელსი 6 წლის იყო, როცა მისი ოჯახი მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად, მატსის ფეხბურთში გამოჩენა მამის, ჰერმან ჰუმელსის, დამსახურებაა. ჰერმანი "ბაიერნის" ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელი იყო და მატსიც იქ მიიყვანა. თავდაპირველად, კარგი ფიზიკური მონაცემების გამო, მატსს შემტევად ათამაშებდნენ. შემდეგ მამამ შვილი დაცვაში გადაიყვანა, რამაც ოჯახში არეულობა გამოიწვია, რადგან ულას სურდა, რომ თავისი შვილი ცენტრალური ნახევარმცველი ყოფილიყო. შესაძლოა, სწორედ ამ უთანხმოებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის შემდეგ მატსის მშობლები დაშორდნენ.

ბავშვობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მატს ჰუმელსისთვის იყო ფეხბურთი. ოჯახური ლეგენდის მიხედვით, როდესაც მატსი ოთხი წლის გახდა, ძმასთან, იონასთან (ის ახლა"უნტერჰახინგიში" თამაშობს), ერთად ესტუმრა ბიძას. ბიძაშვილმა გოგონამ მატსა და იონასს შესთავაზა, რომ მასთან ერთად ეთამაშათ "ლეგოს" დიდი კონსტრუქტორით, მაგრამ ძმებმა ერთმანეთს გადახედეს: "ვითამაშოთ კონსტრუქტორით?! გოგოსთან ერთად?!" – და გაიქცნენ დედასთან: " დედა, ბურთი, ბურთი, ბურთი!"

ექვსი წლის მატსის სკამი ბებიის დაბადების დღეზე ცარიელი იყო, რადგან ჰუმელსი მატჩში მონაწილეობდა. როცა მშობლემა ზამთრის კურორტისთვის იყიდეს ბილეთები, 12 წლის მატსი გაიქცა და ერთი დღის დაგვიანებით დაბრუნდა, რადგან მისი გუნდი თამაშობდა ტურნირის ფინალში და აქამდე არ ეცალა. მშობლები მატსსა და იონასს აძლევდნენ თავისუფალი არჩევანის საშუალებას და არ აიძულებდნენ, რომ ფეხბურთელები გამხდარიყვნენ. ძმებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს. ულას ხშირად დაყავდა მატსი მასთან სამსახურში ( DSF–ში), სადაც იკრიბებოდა ახალგაზრდა, წარმატებას მოწყურებული კოლექტივი. მრავალი მათგანი გახდა ცნობილი, თუმცა არცერთს არ დავიწყებია ჰუმელსი. "ისე არ დამთავრდება თამაში, რომელიმე ჟურნალისტმა რომ არ უთხრას მატსს ხუმრობით : "მე  მახსოვხარ იმ დროიდან მოყოლებული, როცა შენ ფეხით მაგიდის ქვეშ დადიოდი!." ახლა კი ჩვენი ახალი ბეკენბაუერი გაიზარდე,"– ამბობს ულა.

ჰუმელსს ბავშვობიდან ძალიან უყვარს კომიქსები, განსაკუთრებით: "Lucky Luk" და "Asterix". "კომიქსების ფანი,"– ასე მოიხსენიებს დედა მატსს. ასევე, მშობლებისგან ჰუმელსმა მიიღო მეტსახელი – "წიგნების ჭია", კომიქსებთან ერთად მატსი ინტერესდება პრესითა და ბელეტრისტიკით.

ალბათ ყველას გახსოვს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში, ალჟირთან მერვედფინალური მატჩის წინ მომხდარი მცირე ინციდენტი, რომლის დროსაც გერმანიის ნაკრების ერთბაშად რამდენიმე მოთამაშემ ვირუსი აიკიდა. გრიპი მატს ჰუმელსსაც დაემართა და 1/8 ფინალში თამაშს ვერ ახერხებდა. ამის შესახებ პირველი ინფორმაციას, რა თქმა უნდა, დედამისი ფლობდა. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია რომ გაეგო ულას, იმწამსვე ეთერში გაუშვებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი მის შვილზე იყო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს სიახლე საიდუმლოდ შეენახა, თუმცა ძლიერად არც განაწყენებულა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ გერმანია მატსის გარეშეც დაამარცხებდა ალჟირს, ხოლო შემდეგი მატჩისთვის მისი შვილი გამოჯანმრთელდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გვერდით ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელიც მის განკურნებას სოიოს ბულიონით ცდილობდა.

ულა თვლიდა, რომ კეტი ფიშერს, მატსის მეუღლეს, ძალიან გაუმართლა. "მილიონობით ქალი ოცნებობს იყოს მატსის გვერდით. ბავშვობიდანვე ჩემი დაქალები, როცა ხედავდნენ მატსს, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ: " ღმერთო, როგორი კარგი და ტკბილია! მეც ასეთი შვილი მინდა!"

მატსი და კეტი 2015 წელს დაქორწინდნენ, მანამდე კი, 2014–ში, როდესაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, კეტიმ გადაწყვიტა ბრაზილიაში ჩასვლა და საკუთარი თავის სპორტულ ჟურნალისტად გამოვლენა სცადა. მისმა პირველმა ჩანაწერმა ბლოგზე – "სტილური პასი" , საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. კეტი მკითხველებს მოუთხრობდა იმის შესახებ, რომ:
1) მთელი ერთი საათის განმავლობაში ეძებდა ყავის სახლ Starbucks–ს იმიტომ, რომ დაიკარგა;
2) მისი ახალი მოდური შლაპა 8 ევრო ღირდა, რაც ძალიან მაგარი იყო;
3) მაჯის საათი დატოვა სასტუმროში, რადგან, თუ ბრაზილიელები რამე მანათობელს დაინახავდნენ, მაშინვე ეცდებოდნენ, რომ წაეღოთ;
4) ბრაზილიური ლატე გერმანულზე ბევრად გემრიელი იყო და ერთი ევროთი იაფიც ღირდა ;
5) პირობას დებდა, გაექცეოდა კლიშეებს, რომელსაც ხშირად იყენებენ ფეხბურთელთა სულელი ცოლები.

"თუ თქვენ გგონიათ, რომ ნულზე ნაკლები IQ არ არსებობს, წაიკითხეთ კეტი ფიშერის სვეტი,"– გამოიტანა ვერდიქტი ერთერთმა გამორჩეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა. ულა არ აძლევდა რჩევებს კეტის, რადგან თვლდა, რომ ის ყველაფერს თავად გაუმკლავდება.

რაც შეეხება მატს ჰუმელსის საფეხბურთო კუმირს, რომელიც მისთვის სამაგალითო მოთამაშე და ამავდროულად, პიროვნება იყო, ის – ზინედინ ზიდანია. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ფრანგმა ევრო–2012–ზე მატსის თამაშს "ტურნირის მთავარი სიურპრიზი" უწოდა. ეს ჰუმელსისთვის ალბათ უბედნიერესი მომენტი იყო.

გუშინ, 16 დეკემბერს, მატს ჰუმელსი 28 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით კეტი ფიშერი "ინსტაგრამზე" წერს, რომ 28 მხოლოდ რიცხვებია და აქვეყნებს თავისი ექსპერიმენტის სურათს:


მოამზადა ანი დევიძემ, სპეციალურად Bayern.ge-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მატს ჰუმელსი ბლოგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა