...

ანჩელოტი: "ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.

"ეროვნული ჩემპიონატის მოგებას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება მერჩივნა, ამიტომ მთავარი პრიორიტეტი სწორედ ევრო ტურნირია.

კლუბს, რა თქმა უნდა, ბუნდესლიგის მოგება სურს, მაგრამ ამავდროულად ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან მოწყურებულია. "ბაიერნი" უკვე სამი წელია ნახევარფინალურ ეტაპზე ჩერდება და მინდა, რომ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვეცდები, რომ "ბაიერნი" მინიმუმ ფინალში გავიყვანო. ეს ჩემი მთავარი ამოცანა იქნება.

მერვედფინალამდე კი ჯერ დიდი დროა. თებერვალისა და მარტისთვის კარგ ფორმას ავკრეფთ და ვფიქრობ, სეზონის ამ მნიშვნელოვანი ნაწილისათვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მიუნხენში 15 თებერვალს გაიმართება, საპასუხო კი - ლონდონში, 7 მარტს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა