...

დარმშტადტი 0:1 ბაიერნი - მატჩის ანალიზი

მიუნხენის "ბაიერნმა" დღეს 2016 წლის ბოლო გასვლითი თამაში ჩაატარა და ბუნდესლიგის ბოლო ადგილოსანი "დარმშტადტი" საკმაოდ რთულ ბრძოლაში დაამარცხა.

შესაძლოა, "ბაიერნის" ზოგიერთი გულშემატკივარი ასეთი მძიმე და უღიმღამო ფეხბურთით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ ალბათ უნდა შევეგუოთ, რომ ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ასეთი მატჩები მოხშირდება.

თუმცა, მეორე მხრივ, "რეკორდმაისტერმა" დუგლას კოშტას ინდივიდუალური ოსტატობისა და ფანტასტიკური დარტყმის წყალობით იმარჯვა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ახლა კი გთავაზობთ მატჩის დეტალურ ანალიზს.

მატჩის მსვლელობა
წინა ორი ტურისგან განსხვავებით, კარლო ანჩელოტიმ კვლავ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშა და "ბაიერნს" პრობლემები თავიდანვე შეექმნა. "დარმშტადტმა", ყველასათვის მოულოდნელად, ძალიან აგრესიულად დაიწყო და მომენტი უკვე პირველივე წუთზე შექმნა. მარსელ ჰელერი მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და ჩააწოდა, მაგრამ სირიგუს დარტყმულს ტიაგო ალკანტარა ჩაუვარდა. მალევე "ლილიებმა" კიდევ ერთი მომენტი შექმნეს და ჰელერის ჩაწოდების შემდეგ როზენტალმა თავით უბრალოდ ხეირიანად ვერ დაარტყა. მასპინძლებმა საკუთარი კლანჭები გამოავლინეს, შემდეგ კი დაცვაში ღრმად ჩაჯდნენ და "რეკორდმაისტერი" საკუთარ საჯარიმოში არ შეუშვეს. "რეკორდმაისტერი" სერიოზულ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ გუნდს შეტევაში სისწრაფეები და კრეატივი აკლდა. მომენტები მხოლოდ სტანდარტებიდან იქმნებოდა. პირველი ნახევრის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მიზანს ცოტათი ასცდა. საბოლოოდ, უღიმღამო პირველი ტაიმი სამართიანი უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმი "დარმშტადტმა" ასევე აქტიურად დაიწყო და პირველი მომენტი შექმნა. ჰელერის ჩაწოდების შემდეგ როზენტალმა ბურთი საჯარიმოში თავით დააგდო, მაგრამ ვრანჩიჩს დარტყმა არ გამოუვიდა. საპასუხოდ ტომას მიულერმა სტუმრების პირველი ზუსტი დარტმა განახორციელა და ლევანდოვსკის კარგი პასის შემდეგ მახვილი კუთხიდან გაისროლა. თუმცა, მასპინძლების, მეკარე, ესერი, ბურთს ადგილზე დახვდა. "ბაიერნი" ნელ-ნელა აძლიერებდა ზეწოლას, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამოსდიოდა. მასპინძლებს მარიო ვრანჩიჩის საჯარიმოს სახით კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბურთი მიზანს ცოტათი ასცდა. შეხვედრის 71-ე წუთზე კი დუგლას კოშტამ ნამდვილი შედევრი შექმნა. ტიაგომ სტანდარტი გაითამაშა, ბრაზილიელმა ბურთი გაისწორა და დაახლოებით 35-40 მეტრიდან ფენომენალური დარტყმა განახორციელა - 0:1.
 შეხვედრის დარჩენილი წუთები "დარმშტადტმა" კარგად ჩაატარა და მანუელ ნოიერი ერთ ეპიზოდში თამაშში ორჯერ ჩაერთო. საბოლოოდ, კარლო ანჩელოტის გუნდმა ძალიან რთული გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა დაიბრუნა.

რატომ კვლავ 4-3-3-?
ბუნდესლიგის ბოლო ორი თამაში, სტუმრად "მაინცისა" და შინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, მიუნხენურმა კლუბმა 4-2-3-1 სქემით ჩაატარა, ძალიან კარგი თამაში აჩვენა, ბევრი მომენტი შექმნა, ჯამში რვა გოლი გაიტანა და გამარჯვებებიც მოიპოვა. თუმცა, მიუხედავად ამ წარმატებული მიგნებისა, ანჩელოტიმ დღეს კვლავ 4-3-3 განლაგება აირჩია და კვლავ გამოჩნდა, რომ ეს ტაქტიკა "ბაიერნს" აშკარად ასუსტებს. ტომას მიულერი ფლანგზე კვლავ ჩაიკარგა და სუსტი თამაში ჩაატარა, ტიაგო ალკანტარა თავს არაკომფორტულად გრძნობდა, დუგლას კოშტამ კი თავისი საქმე გააკეთა. ანჩელოტიმ თავად აღიარა, რომ 4-2-3-1 სქემა უფრო მრავალფეროვანი, აგრესიული და სწრაფი ფეხბურთის ჩვენების საშუალებას იძლევა, 4-3-3 კი საჭიროა ბურთის ფლობისა და დომინირებისთვის. ამ ბოლო ასპექტში "რეკორდმაისტერი" დღეს მართლაც ჩინებული იყო, მაგრამ "დარმშტადტის" წინააღმდეგ უფრო მიზანშეწონილი ბოლო პერიოდში გამოყენებული ტაქტიკა იქნებოდა. "ლილიების" თავკაცმა, მატჩის წინ, პირდაპირ განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთის მოყვარულია და "ბაიერნთან" დაცვაში ჩაჯდებოდა, ამიტომ ლოგიკურად გუნდს სწორედ ის სქემა უნდა აერჩია, რომელიც კარლომ მეტი კრეატივის შესაქმნელად შეადგინა. თუმცა, რატომღაც, პაპა კარლომ აბსოლუტურად ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და "რეკორდმაისტერს" მართლაც დააკლდა ის, რაც წინა თამაშებში ჰქონდა.

მხსნელი - დუგლას კოშტა
მიუნხენური გრანდი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, რომელსაც ასეთ მძიმე შეხვედრებში გამარჯვების მოპოვების სერიოზული რესურსი გააჩნია მაშინაც კი, როდესაც გუნდს თამაში არ მისდის. "ბაიერნს" ძალიან მაღალი დონის ინდივიდუალური შემსრულებლები ჰყავს, რომელთაც არაფრისგან გოლის შექმნა და შედეგის დადება შეუძლიათ. სწორედ ეს მოხდა ამ საღამოს და "რეკორდმაისტერმა" კლასის ხარჯზე მიიღო. კოშტამ ერთი გაისწორა და საოცარი ბურთი გაიტანა, რომელმაც "ბაიერნს" ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. სწორედ ამიტომ არის საჭირო ყოველ ზაფხულში 30 თუ 40 მილიონი ევროს დახარჯვა, რათა გუნდს ჰქონდეს მრავალმხრივი რესურსი. აი ასეთი გუნდების წინააღმდეგ კი სწორედ დუგლას კოშტაა იდეალური იარაღი და ამას ახლა პირველად არ ვამბობთ. ბრაზილიელს საოცარი ტექნიკა, მოედნის ხედვა, პასი, დარტყმა და რაც ყველაზე მთავარია, ენერგია აქვს. მაშინ, როდესაც "დარმშტადტის" მცველები გადაიღალნენ და ის საერთოდ გამოეპარათ, დუგლასმა ამ უყურადღებობით ისარგებლა და არაფრისგან ნამდვილი შედევრი შექმნა. მიუნხენურ გრანდს არ ჰყავდა არიენ რობენი, სამაგიეროდ ჰყავდა დუგლას კოშტა. ეს იმას ნიშანიც იყო, რომ "ბაიერნი" თაობათა ცვლისთვის ნელ-ნელა ემზადება.

ნუთუ ანჩელოტი მართლაც ზედმეტ თავისუფლებას იძლევა?
დღევანდელი შეხვედრის მთავარი გაკვეთილი, ვფიქრობ, სწორედ კარლო ანჩელოტის მიდგომაა, რომელიც კიდევ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ. მას შემდეგ, რაც იტალიელმა გუნდი ჩაიბარა, გერმანულ პრესაში მუდმივად იწერება, რომ კარლო უფრო თავისუფალი და რბილი მწვრთნელია, ვიდრე პეპ გვარდიოლა. ესპანელს დისციპლინა ძალიან უყვარდა, მაგრამ ამას თავისი შედეგი მოჰქონდა. ახლა კი შთაბეჭდილება რჩება, რომ "ბაიერნი" კონცენტრაციას ხშირად ვერ ინარჩუნებს და მინდორზე, ზოგჯერ, არასწორი განწყობით გადის. უბრალოდ გადავხედოთ სიტუაციას - "რეკორდმაისტერმა", ყველა ტურნირზე ერთად, ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო, გააუმჯობესა შეტევაში თამაში და ორგანიზებულობა, მოიპოვა ფსიქოლოგიური პლიუსი და ქომაგების სრული მხარდაჭერა. ახლა კი, ბოლო ადგილოსან "დარმშტადტთან" ფეხბურთელები მინდორზე ზედმეტად თავდაჯერებულები, მოდუნებულები გავიდნენ და შედეგიც შესაბამისია - უმძიმესი გამარჯვება. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი სუსტი შეხვედრა გერმანულ პრესას კიდევ ერთ საბაბს მისცემს, რათა ანჩელოტის იოლ მიდგომაზე ისაუბროს. თანაც, გვარდიოლას დროს, "ბაიერნი" მუდმივად ერთ დონეს ინარჩუნებდა და როგორც წესი, მატჩში მინიმუმ 3-4 საგოლე მომენტს ქმნიდა.

საბედნიეროდ, "ბაიერნმა" აუცილებელ მიზანს მიაღწია და სამი ქულა მოიპოვა. ახლა კი 2016 წელს მხოლოდ ერთი მატჩია დარჩენილი - შინ "ლაიფციგის" წინააღმდეგ. კარლო ანჩელოტის გუნდს ბუნდესლიგის მე-16 ტურში, "ალიანს არენაზე", ფინალის ტოლფასი შეხვედრა ელის და ეცდება, რომ წელიწადი წარმატებულად დაასრულოს.

დავით მაღრაძე, სპეციალურად Bayern.ge-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა