...

შაქირი: "ბაიერნში გვარდიოლას მოსვლამდე ბედნიერი ვიყავი"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხერდან შაქირიმ, რომელიც ახლა "სტოკ სიტის" ღირსებას იცავს, გერმანიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა და პეპ გვარდიოლასთან რთულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი "რეკორდმაისტერმა" 2012 წლის ზაფხულში დაიმატა და შაქირი იუპ ჰაინკესის ერთ-ერთი მთავარი ჯოკერი იყო.

პეპ გვარდიოლას ეპოქაში კი შვეიცარიელის სათამაშო პრაქტიკა საგრძნობლად შემცირდა და მან გუნდი ჯერ იჯარით, შემდეგ კი 2015 წელს საერთოდ დატოვა.

"სიმართლეა, რომ ჩემი მდგომარეობა გუნდში გვარდიოლას მოსვლის შემდეგ შეიცვალა. მანამდე კი "ბაიერნში" ბედნიერი ვიყავი, რადგან ტრებლი მოვიგე და გუნდში საკუთარი როლი მქონდა.

სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე და უსიამოვნო იყო, რადგან გვარდიოლა ნაკლები ავტორიტეტის მქონე ფეხბურთელებს ძალიან ცოტას გვესაუბრებოდა.

პირადად მასთან არანაირი კონფლიქტი ან პატარა პრობლემაც კი არ მქონია, მაგრამ როდესაც მწვრთნელი საჯაროდ გაქებს, ალბათ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა მოგცეს", - განაცხადა შაქირიმ.

"ბაიერნის" მაისურით ხერდან შაქირიმ სულ 81 თამაშის ჩატარება მოასწრო, 36 გოლის გატანა მოახერხა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხერდან შაქირი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა