რაფინია კოვაჩი არასწორად მექცევა

რაფინია კოვაჩი არასწორად მექცევა

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა განაპირა მცველმა, რაფინიამ, გერმანულ პრესასთან საუბარში თავისი უკმაყოფილება არ დამალა და აღნიშნა, რომ ნიკო კოვაჩმა მას გული ატკინა.

"ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელი ჩემთან მიმართებაში არასწორია. საკუთარ თამაშს ვარჯიშებზე ვაჩვენებ. საკუთარი თავის თავად მოტივირება მიჭირს. ვარჯიშზე კარგად ვმუშაობ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მწვრთნელმა იცის, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ, შესაძლოა ესაა მიზეზი.

"ლივერპულთან" თამაში? როდესაც ერთი წუთიც არ გაქვს გატარებული მოედანზე, ძალიან რთულია ასეთ მატჩში ჩართვა.

შესაძლოა ანჩელოტის, გვარდიოლასა და ჰაინკესს ფეხბურთის არაფერი ესმით, ვინაიდან ისინი რეგულარულად მაძლევდნენ სათამაშო დროს. ნიკოსთან სეზონის პირველ ნახევარში ვთამაშობდი, მაგრამ ახლა არა. არ ვიცი რა მოხდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - განაცხადა 33 წლის ბრაზილიელმა.

რაფინიამ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 17 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა.

სეზონის მეორე ნახევარში რაფინიამ მოედანზე მხოლოდ 79 წუთი დაჰყო და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში დისკვალიფიკაცირებული იოზუა კიმიხის შეცვლა მოუწევს.

რაფინია მიუნხენური კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს და ძირითადის მოთამაშე არასოდეს ყოფილა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკას მუდმივად იღებდა.


24-02-2019, 14:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0