...

ბაიერნი 3:0 ლაიფციგი - რეკორდები და ციფრები

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრა, "ბაიერნსა" და "ლაიფციგს" შორის, ძალიან სანახაობრივი, ემოციური და ამავდროულად უაღრესად თემატური გამოდგა.

"რეკორდმაისტერმა" მთავარი კონკურენტი შინ 3:0 დაამარცხა, მოიპოვა ზამთრის ჩემპიონის სტატუსი და ამავდროულად, რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

მიუნხენური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ამ მნიშვნელოვან მოვლენებს თავი ერთად მოუყარა და ჩვენც მათ თანმიმდევრობით გაგაცნობთ:

- ტიაგო ალკანტარამ პერსონალური რეკორდი დაამყარა და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე სამი გოლის გატანა მოახერხა. აქამდე ესპანელის საუკეთესო შედეგი, მთელი სეზონის განმავლობაში, ორი გატანილი ბურთი იყო. ეს მხოლოდ "ბაიერნში" გატარებულ პერიოდს არ ეხება, ტიაგო "ბარსელონას" რიგებშიც არასოდეს ყოფილა ასეთი ნაყოფიერი. ახლა ხაბი ალონსოსაც სამი გოლი აქვს გატანილი, რაც 2009/10 წლების სეზონის (მადრიდის "რეალის" რიგებში) შემდეგ არ მომხდარა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად - გერმანიის ჩემპიონატის ერთ თამაშში თავი ორმა ესპანელმა გამოიჩინა.

- "ბაიერნმა", ყველა ტურნირზე ერთად, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და "ლაიფციგი" სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა.

- ხაბი ალონსომ "ბაიერნის" მაისურით თავისი მეცხრე გოლი გაიტანა. გასაოცარი კი ის არის, რომ დღეს 35 წლის ესპანელმა პირველი ბურთი გაიტანა საჯარიმოს შიგნიდან.

17 - პირველი ტაიმის ბოლოს გამოყენებული პენალტის წყალობით რობერტ ლევანდოვსკიმ სრული ციკლი შეასრულა. ახლა პოლონელს ბუნდესლიგის თითოეული კლუბისათვის აქვს გატანილი გოლი (მათ შორის "ბაიერნიც" იგულისხმება, რომელსაც რობერტმა დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშის დროს გაუტანა).

19 - "ბაიერნმა" მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილის განმავლობაში, ბუნდესლიგის ეგიდით, სწორედ ამდენი გოლი გაიტანა პირველ ტაიმში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

22 - დიდებული მაჩვენებელი საკუთარ მოედანზე. "ბაიერნს", ყველა ტურნირზე ერთად, "ალიანს არენაზე" სწორედ 22 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (19მ, 3ფ). ბოლო 40 საშინაო თამაშიდან კი მიუნხენელებმა მხოლოდ "მაინცთან" (1:2) წააგეს (36მ, 3ფ).

26 - მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგაში აღზევებული გუნდების წინააღმდეგ ზედიზედ 26 თამაში აქვს მოგებული. ბოლო ახალწვეული, რომელმაც "რეკორდმაისტერს" ქულები აართვა და საერთოდ დაამარცხა "კაიზერსლაუტერნი" იყო, რომელმაც 2010 წლის აგვისტოში შინ 2:0 იმარჯვა.

32 - კალენდარული წლის ბოლო თამაში "ბაიერნმა" სწორედ ამდენი წლის წინ წააგო. 1984 წლის დეკემბერში "რეკორდმაისტერი" გასვლაზე მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" 2:3 დამარცხდა. ბოლო რვა წლის განმავლობაში კი "ბაიერნმა" წლის ბოლოს შვიდი გამარჯვება მოიპოვა.

133 - რობერტ ლევანდოვსკიმ დღეს ბუნდესლიგაში თავისი 133-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდს, ჯოვანი ელბერს, გაუთანაბრდა.

150 - დავიდ ალაბასთვის კი წლის ბოლო მატჩი საიუბილეო გამოდგა, რადგან 24 წლის ავსტრიელმა ბუნდესლიგაში 150-ე შეხვედრა ჩაატარა.

3800 - ეს ისტორიული ციფრები კი ტიაგო ალკანტარამ დააფიქსირა. "ბაიერნს" გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში, ესპანელის გოლის შემდეგ, სწორედ ამდენი გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ 3000 გოლიანი ზღვარისთვის სხვა არც ერთ ბუნდესლიგის კლუბს არ მიუღწევია! скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა