...

რუმენიგე: "რობენთან ახალ კონტრაქტს იანვარში გავაფორმებთ"

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ეინც რუმენიგემ, არიენ რობენის ახალ კონტრაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი იანვარში გაირკვევა.

32 წლის ჰოლანდიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება და მოლაპარაკებები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. არიენი "ბაიერნში" აუცილებლად დარჩება.

"ვფიქრობ, რომ რობენთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ინფორმაციას იანვარში გამოვაქვეყნებთ. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.

რაც მთავარია, ურთიერთობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს და ახალი კონტრაქტი უბრალოდ დროის საკითხია", - განაცხადა რუმენიგემ.

მიმდინარე სეზონში არიენ რობენმა, ყველა ტურნირზე ერთად, 14 თამაში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რუმენიგე არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა