როგორც იცით, სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნის" რიგებში ახალგაზრდა მეკარე, ალექსანდრ ნუბელი შეუერთდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა საკითხმა "რეკორდმაისტერის" რიგებში უთანხმოება გამოიწვია.
კერძოდ, მანუელ ნოიერს არ სურს, რომ სათამაშო დრო შეუმცირდეს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასაც აცნობა.
თუმცა, 23 წლის მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი.