...

როგორ აპირებენ შობა-ახალი წლის გატარებას მიუნხენელები?

დღეს 25 დეკემბერია, კათოლიკური შობა, ახალი წელი კი კარზე მოგვადგა და ერთ კვირაში მოგვიკაკუნებს კიდეც. ევროპული ფეხბურთი ისვენებს, მიუნხენის "ბაიერნი" კი საერთოდ საშობაო არდადაგებზეა.

ასე, რომ "რეკორდმაისტერის" პრესსამსახური მოთამაშეების საახალწლო გეგმებით დაინტერესდა და ვნახოთ როგორ აპირებენ ახალი წლის დღეების გატარებას მიუნხენელები.

ტომას მიულერი: "ამ დასვენების პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სრულიად მოვდუნდე და საკუთარი ელემენტები თავიდან დავტენო. ეს განსაკუთრებული დღეა, მაგრამ ვეღარასოდეს აღვნიშნავ ისე, როგორც ბავშვობაში ოჯახთან ერთად."

ფილიპ ლამი: "ეს მნიშვნელოვანია ფესტივალია ჩვენთვის, რომელიც ჩემს ვაჟს ძალიან მოსწონს და აბედნიერებს. ის კი ჩემს პატარაობას და ძველ, დიდებულ დროს მახსენებს, როდესაც საკუთარ ბავშვობაში მივდივარ და გონებაში საოცარი მოგონებები ამოტივტივდება."

დავიდ ალაბა: "ჩვენ გვაქვს ოჯახური ტრადიცია, რომლის დროსაც 30-40 ახლობელი ვიკრიბებით და ერთმანეთს საჩუქრებს ვუცვლით. ყველანი ნაძვის ხის ქვეშ ვსხდებით და ერთმანეთს ემოციებს, სიხარულს ვუზიარებთ. ეს მოდუნების იდეალური საშუალებაა. ამ დღეს სულმოუთმენლად ველი, რადგან მთელი ჩემი საახლობლო დიდი ხანია არ მინახავს."

რობერტ ლევანდოვსკი: "ახლა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანას (რობერტის მეუღლე) ჯანმრთელობაა. ესეც კლასიკური შობა-ახალი წელი იქნება, ლამაზი ნაძვის ხითა და საჩუქრებით. გარდა ამისა, ბევრი გემრიელი კერძი, რომელზეც ჩემი მეუღლე იზრუნებს."

რაფინია: "ჩვენ დიდ წვეულებას უკვე 24 დეკემბერს ვიწყებთ და შემდეგ მთელი დღეების განმავლობაში ვცეკვავთ, ვმღერით და ვერთობით."

ხავი მარტინესი: "დედაჩემი კერძების მომზადების ოსტატია და ყველაფერი რა თქმა უნდა, ესპანური ტრადიციების მიხედვით."

ფრენკ რიბერი: "ჩემი მშობლები ერთად ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ამზადებენ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ატმოსფეროა, რომლითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ ყველანი. აგრეთვე, არის საჩუქრები ჩემი დედ-მამისათვის და ბავშვებისთვის."

დანარჩენი მოთამაშეებიდან ყველაზე ბედნიერი რენატო სანჩეში იქნება, რომელსაც "ბაიერნში" გადმოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების შანსი პირველად ეძლევა. 19 წლის ბიჭუნას მთელი ბავშვობა ლისაბონში აქვს გატარებული და ახლა თავის ოჯახთან ერთად ახალი წლის შეხვედრას, ალბათ, სულმოუთმენლად ელის.

ყველაზე დიდი გზა დუგლას კოშტას აქვს გასავლელი - დაახლოებით 10 679 კილომეტრი, უფრო მეტი, ვიდრე მის თანამემამულე რაფინიას. თუმცა, დუგლასს სამშობლოში მაღალი ტემპერატურა, საზეიმო განწყობა და უგემრიელესი საჭმელები ელოდება. არტურო ვიდალი ჩილეში არ მიდის, მაგრამ ოჯახთან ერთად იქნება და ახალ წელს დუბაიში აღნიშნავს.

19 წლის კინგსლი კომანი კი საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ პარიზში დაბრუნდა და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს საკუთარ ოჯახთან ერთად შეხვდება. კარლო ანჩელოტი კი იტალიაში გაემგზავრება და როგორც დაანონსა, თავის საფირმო ოჯახურ კერძს დააგემოვნებს, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა