...

ანჩელოტის ახალი წელი გვარდიოლას ახალ წელს სჯობია

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მიუნხენის "ბაიერნი" მინდორზე ისე ვეღარ დომინირებს, როგორც წინა წლებში, წლის ბოლოსთვის სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე შარშან იყო.

მიუნხენურმა გამოცემამ ძალიან საინტერესო სტატია შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც, აშკარად ჩანს, რომ "რეკორდმაისტერი" პაპა კარლოს ხელმძღვანელობით ახალ წელს ძალიან მხიარულ და კარგ განწყობაზე ხვდება.

ისე, როგორც გასული სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ, "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსა და გერმანიის თასის მომდევნო ეტაპზეა. ბუნდესლიგას ლიდერობს და მთავარ კონკურენტ დორტმუნდის "ბორუსიას" სოლიდური, 12 ქულიანი სხვაობით უსწრებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახლა კლუბის ლაზარეთში მხოლოდ კინგსლი კომანი და ჟერომ ბოატენგი არიან. გასულ წელს კი "ბაიერნი" შესვენებას უამრავი საკადრო პრობლემით შეხვდა.

2015 წლის ბოლოს "რეკორდმაისტერის" ლაზარეთში მეჰდი ბენატია, ფილიპ ლამი, ხუან ბერნატი, დავიდ ალაბა, არტურო ვიდალი, არიენ რობენი, ფრენკ რიბერი და დიეგო კოშტა იმყოფებოდნენ.  განსხვავება თვალშისაცემია.

გარდა ამისა, გასულ წლებთან შედარებით, მოთამაშეების ტრავმიანობის სიხშირე საგრძნობლად, მთელი 3-4%-თ შემცირდა. როგორც ჩანს, ანჩელოტის ვარჯიშები უფრო რბილი და თავისუფალია, გვარდიოლას კი კვირაში ერთი დამტვრეული ლიდერი აუცილებლად ჰყავდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გუნდში კვლავ დიდებული ატმოსფეროა, რასაც წინა წელს ვერ ვიტყოდით. 2017 წელი "ბაიერნისთვის" იმედია ისეთივე მშვიდი და წარმატებული იქნება, როგორიც 2016 წლის ბოლო გამოდგა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი პეპ გვარდიოლა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა