კანის პრესკონფერენცია ბაიერნში დაბრუნების შემდეგ

კანის პრესკონფერენცია ბაიერნში დაბრუნების შემდეგ

დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა გენერალურმა მენეჯერმა, ოლივერ კანმა პრესკონფერენცია გამართა.

გთავაზობთ ლეგენდარული გერმანელის სრულ ინტერვიუს.

"ბაიერნში გატარებული 14 წელი ძალიან ბევრია. კლუბთან უდიდესი ემოცია და გამოცდილება მაკავშირებს. 2008 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, უცვლელია გუნდის დნმ. მე მუდამ ჩართული ვიყავი "ბაიერნის" საქმეებში, ახლა კი დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი, რომელშიც აუცილებელია წარმატების მიღწევა."

"კარიერის დასრულების შემდეგ უკვე ბიზნესში ჩავერთე. განვავითარე ჩემი უნარები და ვისწავლე ისეთი რამეები, რასაც უნივერსიტეტში ვერ აითვისებ. ეს ყველაფერი უდიდეს თავდაჯერებულობას მანიჭებს. ახლა დროა ის "ბაიერნს" მოვახმარო."

"ყველამ კარგად იცის, თუ რა შესაძლებლობები აქვს ნუბელს. კარგი და სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იყო მისი დამატება. მანუელის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება. ალექსი ბევრ რამეს ისწავლის ნოიერისგან."

"გვსურს, რომ ყველა ტურნირზე საუკეთესოები ვიყოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით. "ბაიერნში" ყველა ამავე აზრზეა."

"ჯერ-ჯერობით არცერთ ტრანსფერში მონაწილეობა არ მიმიღია. მათ შორის ნუბელის გადმობირებაშიც. მან თავად გააკეთა ეს არჩევანი და ვფიქრობ, ეს მამაცური გადაწყვეტილება იყო."

"გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სპორტსმენები, ჩვენ ასევე ვართ ადამიანებიც და "ბაიერნის" ყველა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს ეს. სწორედ ეს განასხვავებს "რეკორდმაისტერს" ყველა სხვა კლუბისგან. მომავალში ეს ასპექტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოდესმე."

"ზედიზედ შვიდჯერ გერმანიის ჩემპიონობა კარგია და ეს ბადებს ილუზიას, რომ ჩვენ ყოველთვის მოვიგებთ ამ ტურნირს. თუმცა, აუცილებელია წარმატების მიღწევა ევროთასებზეც. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევა კი ამის საწინდარია." - აცხადებს კანი.


7-01-2020, 19:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0