...

კარლო ანჩელოტის ინტერვიუ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მიუნხენურ გამოცემა "TZ-Online-თან" საკმაოდ საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა უამრავ თემაზე ისაუბრა, მოკლედ შეაფასა მიუნხენურ კლუბში გატარებული რამდენიმე თვე, გაიხსენა ძველი კლუბები, საკუთარი თავი პეპ გვარდიოლას შეადარა და ული ჰიონესის ავტორიტეტზეც გაამახვილა ყურადღება.

გთავაზობთ ზემოთხსენებული გამოცემის ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას.

მისტერ ანჩელოტითქვენი "ბაიერნშიყოფნის ნახევარი წელიწადი უკვე მიიწურაკმაყოფილი ხართ?
"რა თქმა უნდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიუნხენის "ბაიერნი" ბრწყინვალედ არის ორგანიზებული, გუნდი საკმაოდ მაღალი კლასისაა, ქალაქი კი ულამაზესი. საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. ვფიქრობ, მომატება ჯერ კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ამისათვის საკმარისი დრო გვაქვს."

ანუიანვრის ბოლოს გუნდი უკვე...
"სინამდვილეში, სეზონის გადამწყვეტი ნაწილი გაზაფხულია. თუმცა, ეს პერიოდი უკვე თებერვალში იწყება, როდესაც ჩემპიონთა ლიგა ფლეი-ოფის ეტაპით განახლდება. თუმცა, მანამდე რამდენიმე კვირა გვაქვს დასასვენებლად. ამის შემდეგ კი სეზონის მთავარი ნაწილისათვის რაც შეიძლება კარგად მოვემზადებით. თუ ახალი სეზონი საკმაოდ მაღალ ნოტაზე დავიწყეთ, მაშინ იგივეს გაკეთება გაზაფხულზეც უნდა მოვახერხოთ."

პერესი მადრიდში, აბრამოვიჩი ლონდონში, ალ-ხელაიფი პარიზში და ბერლუსკონი მილანში. თქვენი გამოცდილების მქონე პიროვნება ზეწოლას კარგად უნდა იცნობდეს. გრძნობთ თუ არა რაიმე მსგავსს მიუნხენში?
"ზეწოლას ნებისმიერ დიდ კლუბში იგრძნობთ. ეს სწორედ ასეთი მომენტებისთვისაა შექმნილი. მიუნხენში ძალიან თბილი და ყველასათვის სასიამოვნო ატმოსფეროა. "ბაიერნი" სტაბილურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც ბოლო წლებში შესრულებული ფანტასტიკური სამუშაოს შედეგია."

თქვენ ისე საუბრობთრომ კონტრაქტს 2019 წლამდე გაახანგრძლივებდით?
"დიდი კლუბის გაწვრთნა ყოველთვის რთულია, რადგან შენგან ყველას დიდი მოლოდინი აქვს და შედეგები შესაფერისი უნდა იყოს. ასე, რომ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც თქვენ გეჩვენებათ. რა თქმა უნდა, არსებობენ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბები, რომელშიც ფერგიუსონმა 24 წელი იმუშავა. იგივე ვენგერისა და "არსენალის" მაგალითის მოყვანაც შეიძლება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდები ამერიკულ პრინციპებს ემყარებიან, რომელიც საფეხბურთო წარმატებებთან ერთად, ფინანსურ კომპონენტსაც დიდ ყურადღებას ანიჭებს. სხვა კლუბებში კი ორი, სამი წელიწადიც კი ხანგრძლივი პერიოდია."

თქვენი წინა სამუშაო ადგილები ერთი სიტყვით რომ აღწეროთრას იტყოდით "მილანზე"?
"ოჯახი."

"იუვენტუსი?"
"მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერა ძალიან რთულია."

ორი-სამი სიტყვის გამოყენებაც შეიძლება
"პირველი ტოპ-კლუბი."

"ჩელსი?"
"ჩემი პირველი უცხოური გამოცდილება. პრემიერ ლიგა დიდებული ჩემპიონატია!"

"პსჟ?"
"პარიზი ნამდვილი გამოწვევა იყო. მათ სურდათ, რომ საერთაშორისო სახელი მოეპოვებინათ, მაგრამ საამისო მენტალიტეტი არ ჰქონდათ. მე მხოლოდ დახმარება მინდოდა."

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ინციდენტი, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკავშირდება. როგორ მოარტყით მას ყუთი თავში?
"ერთ დღეს უბრალოდ მწყობრიდან ვიყავი გამოსული, მაგრამ არა იბრაჰიმოვიჩის, არამედ მთელი გუნდის გამო. გასახდელში ცხელ გულზე ყუთს ფეხი ძლიერად ამოვცხე და მოულოდნელად, ის ზლატანს პირდაპირ თავში მოხვდა. თუმცა, იბრა მომენტალურად მიხვდა, რომ ეს მისთვის არ იყო განკუთვნილი."

ორი კლუბი გვაკლია. "რეალი?"
"ეს უნიკალური გამოცდილება იყო. "რეალი" მსოფლიო მნიშვნელობის კლუბია, რომელიც მხოლოდ მადრიდისტებს არ ეკუთვნით. ვფიქრობ, მთავარმა მწვრთნელმა, მსგავსი გამოცდილება კარიერაში ერთხელ მაინც უნდა მიიღოს. მე ამის შანსი მომეცა და ძალიან ბედნიერიც ვარ."

და "ბაიერნი?"
"სახლში, "მილანში", დაბრუნებას ჰგავს. მიუნხენური კლუბი ნამდვილ ოჯახს ჰგავს, ყველა ასპექტში. გაინტერესებთ ყველაზე მეტად რამ გამაოცა?

არა
"ფანებმა. მათ ეს კლუბი უზომოდ უყვართ. ბუნებრივია, საკუთარი კლუბი ნებისმიერ გულშემატკივარს უყვარს, მაგრამ აქ განსხვავებული სიტუაციაა. საკმაოდ ზედმეტ მგრძნობიარობას ზოგჯერ ხალხი დაუცხრომელ კრიტიკამდე მიჰყავს, მაგრამ ბავარიელებს საკუთარი მოთამაშეები ძალიან უყვართ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გენერალური საბჭოს სხდომაზე, როდესაც ული ჰიონესი პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს. ამით აღფრთოვანებული დავრჩი."

როგორი იყო პეპ გვარდიოლა "ბაიერნშიდა როგორია ახლა კარლო ანჩელოტი?
"გვარდიოლას დროს გუნდი ძალიან წარმატებულად თამაშობდა როგორც გერმანიაში, ისე ევროპაში. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ სამჯერ გასვლა დიდებული მიღწევაა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, რადგან ფინალი უკვე სულ სხვა თემაა და იქ ყველაფერი ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომელსაც წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ. ფინალში სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ ბუნდესლიგის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასვლა გვსურს. რა მოხდება საბოლოოდ, ამას დრო გვიჩვენებს."

გვარდიოლას მოღვაწეობაზე საუბრისას ყველა ჩემპიონთა ლიგის სამ ნახევარფინალს იხსენებს. არის თუ არა მხოლოდ ეროვნული ტიტული საკმარისი "ბაიერნის" დონის კლუბისათვის?
"კლუბს ბუნდესლიგის მოგება სურს და ამავდროულად კარგად ესმის თუ როგორი რთულია ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება. პეპმა შესაძლოა ეს ტურნირი ვერ მოიგო, მაგრამ ეს მის სამუშაოს ჩრდილს ვერ მიაყენებს. უბრალოდ გაიხსენეთ კარლ-ეინც რუმენიგეს სიტყვები, რომელმაც პეპის როლი "ბაიერნის" განვითარებაში შეუფასებლად მოიხსენია."

ახლა კონტრაქტების თემაზე გადავიდეთ. რობერტ ლევანდოვსკიზე ბევრი ჭორი იწერებოდა, მაგრამ მან გაახანგრძლივა და დარჩა. დამშვიდდით?
"აქამდეც მშვიდად ვიყავი. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმება ორივე მხარეს სურდა, ასე რომ ჩემთვის არაფერი იყო სანერვიულო."

ფილიპ ლამზეც იგივე შემთხვევაა?
(იცინის) "ეს ძალიან პირადული გადაწყვეტილებაა. ის კარგად თამაშობს, გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს გაფორმებული. ჩემი აზრით, ქომაგებს ლამის მინდორზე ხილვა კიდევ ერთი სეზონით სურთ."

რაც შეეხება ული ჰიონესსუკვე შეხვდით პრეზიდენტს?
"მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა, ვიგებთ. ეს ძალიან მომწონს (იცინის). ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ვახშამზე გვესაუბრა. ის ჩემთან მიმართებაში ძალიან თბილია და მჯერა, რომ ული ჰიონესი სრულიად კლუბს დაეხმარება, ახალ დონეზე აიყვანს."

რატომ?
"იმიტომ, რომ ის ყველას მოსწონს და იმიტომ, რომ კარლ-ეინც რუმენიგე ღირსეული პიროვნებაა. "ბაიერნი" არის გუნდი, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავს. თუმცა, ეს არ არის გლობალური ბრენდი, ეს მსოფლიო დონის საფეხბურთო კლუბია. ის, რომ კლუბს ცნობილი მოთამაშეები და ლეგენდები მართავენ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. მათ აუცილებელი გამოცდილება გააჩნიათ."

რა განსხვავებაა 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკებს შორის?
"ჩვენი მოთამაშეების უნივერსალურობის გათვალისწინებით, "ბაიერნს" ბევრი სხვადასხვა ტაქტიკით თამაში შეუძლია. თუმცა, სისტემა გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. მთავარი ჩვენი სათამაშო სტილი და სტრატეგიაა."

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა