...

ფეხბურთელები, რომელთა ბედიც გაურკვეველია

თაობათა ცვლა ჩვენი ცხოვრებისა და მსოფლიო ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ახლა კი მიუნხენის "ბაიერნში" სწორედ ეს პერიოდი დგას - ძველი გვარდიელები, ლეგენდები და გუნდის ლიდერები ასაკში შედიან, შესაბამისად გზას ახალგაზრდებს უთმობენ. მათ შორის ფილიპ ლამი, ფრენკ რიბერი და არიენ რობენი არიან.

"Eurosport-მა" კი საკმაოდ საინტერესო სტატია მოამზადა და "ბაიერნის" რვა მოთამაშე გამოარჩია, რომელთა ბედიც ჯერჯერობით გაურკვეველია. ამის მიზეზი, ზოგ შემთხვევაში, თაობათა ცვლის მთავარი საფუძველი ასაკია, ხოლო ზოგჯერ უბრალოდ ვითარების შედეგი.

მაშ ასე გთავაზობთ "რეკორდმაისტერს" იმ მოთამაშეებს, რომლებმაც კლუბი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დატოვონ.

ფრენკ რიბერი
"ბაიერნის" ლეგენდარული ფრანგი ლეგიონერი უკვე 33 წლის არის, მაგრამ მაინც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. გასულ წელს ფრენკიმ სერიოზული ტრავმა გადაიტანა და მინდორზე ორმაგი შემართებით დაბრუნდა, ახალი სეზონი კი ფანტასტიკურად დაიწყო. მისი ლამაზი დრიბლინგები და სწრაფი გარღვევების ფანებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მეტოქე გუნდების დაცვას კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის. გარდა ამისა, "ბაიერნს" ნოემბერში, სავარაუდოდ, ული ჰიონესი დაუბრუნდება, რომელიც რიბერის კარგი მეგობარია.

როგორც წესი, მიუნხენური კლუბი, 30 წლის ზემოთ მყოფ მოთამაშეებს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რაც რიბერისთვის იდეალური ვარიანტია. ფრანგი კვლავ "ბაიერნის" მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მასთან შედარებით ნაკლები პრობლემებია.

რიბერის დარჩენის შანსი: 99%

არიენ რობენი
არიენ რობენი ყოველთვის მზად არის ბურთის მარცხენა ფეხზე გასასწორებლად და "ბაიერნისთვის" დიდი გამარჯვებების მოსაპოვებლად. ჰოლანდიელი იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მატჩის ბედის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არიენი უკვე 32 წლის და სისწრაფეც ცოტათი დაკარგა, ის კვლავ უმაღლესი კლასის ვინგერია, დიდებული მოედნის ხედვითა და მარცხენა ფეხით, რომელიც მთავარი მწვრთნელისთვის ყოველთვის იმედი იქნება.

როგორც რობენის მამა, ჰანს რობენმა, განაცხადა, მის ვაჟს დარჩენა სურს და სავარაუდოდ, ასეც მოხდება. რობენი "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ასევე ძალიან უყვარს და კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ დროის საკითხია. როგორც ფილიპ ლამმა აღნიშნა, რიბერი და რობენი უნდა დარჩნენ, რადგან მათ თავის თავზე აღება ჯერ კიდევ შეუძლიათ.

რობენის დარჩენის შანსი: 100%

ხაბი ალონსო
რიბერისა და რობენისგან განსხვავებით, ესპანელი ვეტერანი, ხაბი ალონსო, სავარაუდოდ გუნდს დატოვებს. რა თქმა უნდა, ის თამაშს კვლავ უნიკალურად კითხულობს, ცენტრში ბევრს შრომობს და დიდებული გრძელი პასი აქვს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ნამდვილად საჭიროა, საკმაოდ ნელად მოქმედებს. სისწრაფეები კი თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ალონსო უკვე 34 წლის არის, ამიტომ დროა კარლო ანჩელოტიმ რაიმე სხვა მოიფიქროს და შანსი ახალგაზრდებს მისცეს. თანაც, "რეკორდმაისტერს" ამ პოზიციაზე პრობლემები არ აქვვს. არტურო ვიდალი, ტიაგო ალკანტარა და ხავი მარტინესი საკმაოდ ძლიერი საყრდენები არიან, პლიუს ამას უნიჭიერესი ახალგაზრდები, ჯოშუა კიმიხი და ახალწვეული რენატო სანჩეში.

გამომდინარე იქიდან, რომ ხაბის კონტრაქტი უკვე გაისად იწურება, მიზანშეწონილი იქნება თუ "ბაიერნი" მას უკვე სეზონის ბოლოს დაემშვიდობება და ფინანსურად მოგებას ნახავს. თუმცა, თუ ხელშეკრულება გახანგრძლივდება, რთული წარმოსადგენია ალონსოს როლი "რეკორდმაისტერის" მომავალ გუნდში. სწორედ ამიტომ, ხაბის შემთხვევაში, წასვლის შანსები უფრო მეტია, ვიდრე დარჩენის.

ალონსოს დარჩენის შანსი: 40%

რაფინია
31 წლის ბრაზილიელი კარლო ანჩელოტის გუნდში მხოლოდ სათადარიგო მოთამაშეა და სკამზე საკმაოდ დიდ დროსაც ატარებს. გამომდინარე კლუბის პრინციპებიდან, მასთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აზრი არ ექნება, რადგან ფილიპ ლამის შემცვლელი უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რაფინია საკმაოდ ენერგიული და საინტერესო მოთამაშეა, მისი ადგილი "ბაიერნში" უბრალოდ არ არის.

რაფინიას დარჩენის შანსი: 30%

ტომ შტარკე
ტომ შტარკე უკვე 35 წლის არის, ამიტომ შესაძლოა კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, მაგრამ დიდი ალბათობით, "ბაიერნს" გაისად არ დატოვებს. შტარკე საკმაოდ გამოცდილი, საიმედო და კარგი გოლკიპერია, რომელიც სათადარიგო მეკარის როლს მშვიდად იღებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს და მოედანზე შესასვლელად ყოველთვის მზად არის. ამავდროულად, ვარჯიშებზე ახალგაზრდა პარტნიორებს ეხმარება და მეორე გუნდის მეკარეებს ფასეულ რჩევებს აძლევს.

წესითა და რიგით, ორმხრივი შეთანხმების წყალობით, შტარკე "ბაიერნში" დარჩება და თავის მოკრძალებულ სამუშაოს გააგრძელებს. ის "რეკორდმაისტერის" დიდი ოჯახის ღირსეული ნაწილია, რადგან პრეტენზიებს არ გამოთქვამს და გუნდსაც ეხმარება.

შტარკეს დარჩენის შანსი: 90%

ჰოლგერ ბადშტუბერი
რომ არა კლუბისა და ქომაგების უდიდესი მხარდაჭერა, ჰოლგერ ბადშტუბერი კარიერას დიდი ხნის წინ დაასრულებდა, მაგრამ ის ტრავმებს არ ნებდება, ნამდვილი მებრძოლის სულისკვეთებას ავლენს და ახლოს არის მორიგ დაბრუნებასთან.

თუმცა, 27 წლის გერმანელს ძალიან გაუჭირდება. ანჩელოტის დაცვის ცენტრში არანორმალური კონკურენციაა: მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, ხავი მარტინესი. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბაიერნი" მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ძალიან ეხმარება. თავისმხრივ, ბადშტუბერი უნივერსალური ფეხბურთელია და შესაძლოა ანჩელოტიც გამოადგეს კიდეც.

ბადშტუბერის დარჩენის შანსი: 80%

კინგსლი კომანი
კინგსლი კომანი სწორედ ის ტალანტია, რომელმაც "ბაიერნს" თაობათა ცვლის პროცესი უნდა შეუმსუბუქოს, მაგრამ 20 წლის ფრანგი ახალ სეზონში სუსტად გამოიყურება. "რეკორდმაისტერმა" ის გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარის წესით დაიმატა ტურინის "იუვენტუსიდან" და პირველი სეზონი კინგსლიმ ფანტასტიკურად ჩაატარა. თუმცა, ახალ კამპანიაში არაფერი გამოსდის და კარლო ანჩელოტის ნდობაც ვერაფრით დაიმსახურა. მას საკმაოდ კარგი ტექნიკა, დრიბლინგი, დახვეწილი სათამაშო სტილი აქვს, მაგრამ ჯერ ვერ ვითარდება. კომანს უფრო ზუსტი და გონივრული ჩაწოდებები მართებს, რათა რიბერი რამდენიმე წლის შემდეგ სრულფასოვნად შეცვალოს.

მიუხედავად მისი დიდებული ტალანტისა, ამ ეტაპზე, მოსალოდნელია, რომ კომანი გუნდს დატოვებს და იტალიაში დაბრუნდება. "ბაიერნი" გერმანიაში სხვა ნიჭიერ მოთამაშეებს აკვირდება, მათ შორის სერჟ გნაბრისა და იულიან ბრანდტს. თუმცა, თუ ფრანგი ვინგერი თავის თამაშს იპოვნის და ისე ათამაშდება, როგორც გასულ სეზონში, მას "ბაიერნი" აუცილებლად გამოისყიდის. ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

კომანის დარჩენის შანსები: 30%

იულიან გრინი
21 წლის ამერიკელი ტალანტი იურგენ კლინსმანის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა, მაგრამ "ბაიერნის" რიგებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. კარლო ანჩელოტიმ ის მოსამზადებელ ეტაპზე აქტიურად დატვირთა და სეზონის განაცხადშიც შეიყვანა, მაგრამ გრინს ჯერ შანსი არ მისცემია. როგორც ჩანს, კლუბს მისი დიდი იმედი არ აქვს, ამიტომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გრინი კარგი ბიჭია, რომელიც შესაძლოა გუნდს როტაციისა და ლიდერების დასვენების დროს დაეხმაროს, მაგრამ არა რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში.

გრინის დარჩენის შანსი: 5%

თარგმნა დავით მაღრაძემ, სპეციალურად Bayern.ge-სთვის
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 09:37
Hurry up, it’s time to go.
http://www.gorodservis.ru/nazvan-Dako.html
Okay, here's what I think. What’s your name?
Olga Y.neump
Olga Y.neump | 22 აპრილი 2017 18:59
I got mixed up, went the wrong way and got lost.
http://vistabattery.ru/forum/razdel-predlozhenij/4669-vopros-adekvatnym-zavsegd
atayam/
http://www.sek-sociology.gr/index.php/forum/kouti-protaseon/664432
Just gone crazy or something. At Christmas I usually see all my family.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა