...

ოფიციალურად: კლემენტი - სუონსის მთავარი მწვრთნელია

მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცის, კარლო ანჩელოტის, მთავარი ასისტენტი, პოლ კლემენტი, "სუონსი სიტის" მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა.

როგორც "გედების" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 44 წლის იტალიელმა სპეციალისტმა უელსურ კლუბთან ორწელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და პრემიერ ლიგაში 2019 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

კლემენტი დღეს "კრისტალ პალასისა" და "სუონსის" შეხვედრას დაესწრება, მუშაობას კი უკვე ხვალიდან შეუდგება. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის ამერიკელ ბობ ბრედლის ცვლის.

პოლს საკმაოდ რთული მისია აქვს, რადგან "სუონსი" მიმდინარე სეზონში საკმაოდ სუსტად გამოიყურება და ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე 12 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

კლემენტი ლონდონის "ჩელსიდან" მოყოლებული (2009 წლიდან) ანჩელოტის მთავარი ასისტენტია, მაგრამ ახლა მის ადგილს გამოცდილი გერმანელი, ჰერმან გერლანდი დაიკავებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პოლ კლემენტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 3 იანვარი 2017 23:08
ისე მართალი გითხრატ არ მინდოდა ამის წასვლა.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა