...

მათეუსი: "ანჩელოტის სისტემაში მიულერის პოზიცია უბრალოდ არ არის"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი, სეზონის პირველ ნახევარში ტომას მიულერის სუსტ თამაშს გამოეხმაურა და ამის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

27 წლის გერმანელი მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ჩაიკარგა და ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ეს კი იტალიელის ტაქტიკამ გამოიწვია. 4-3-3 სქემაში ტომასი ფლანგზე თავს არაკომფორტულად გრძნობს.

თუმცა, დეკემბერში პაპა კარლომ ახალი, 4-2-3-1 განლაგებაც შეიმუშავა და ამ სქემაში მიულერი იდეალურად ჩაჯდა. ცენტრალური ფორვარდის უკან, გამთამაშებლის პოზიციაზე, ის ჩინებულად გამოიყურებოდა და ჩვეულ სტილში მოქმედებდა.

"მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ტომას მიულერს მინდორზე საკუთარი თავის პოვნა ყოველ მატჩში უჭირდა. ეს კი იმის ბრალია, რომ კარლო ანჩელოტის სისტემაში მისი პოზიცია უბრალოდ არ არის.

ბუნებრივია, რომ მარჯვენა ვინგერის პოზიციას არიენ რობენი გაცილებით უკეთ ერგება, ვიდრე ტომას მიულერი. 4-2-3-1 ტაქტიკაში კი რობერტ ლევანდოვსკის უკან შემტევი ნახევარმცველია. თუმცა, ვფიქრობ, ამ როლსაც ტომასზე უკეთ ასრულებენ. ტიაგო გაცილებით უფრო ეფექტური და მოხერხებულია.

წარმატების მთავარი საიდუმლო არა სისტემა, არამედ მისი გამოყენებაა. ჩემს მოთამაშეებს თუ 4-2-3-1 სქემით მოქმედება უფრო მოსწონთ და გამოსდით, მე მათ ხელს არ შევუშლი", - აცხადებს მათეუსი, რომელსაც თავად სამწვრთნელო კარიერა არ გამოუვიდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა