...

ბაიერნი კატარში: პრობლემები და გეგმები

გერმანიის ბოლო ოთხგზის ჩემპიონი კატარის დედაქალაქ დოჰას ეწვია, რათა მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყოს.

კარლო ანჩელოტის გუნდი დოჰაში გუშინ საღამოს ჩაფრინდა, ხუთვარსკვლავიან "ალ აზიზის" დიდებულ სასტუმროში მოთავსდა და სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, "Sport1-ს" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, კრისტოფ კიუპერსმა, რომელიც ასევე დოჰაში იმყოფება, "ბაიერნის" ზამთრის გეგმები შეაჯამა და ერთგვარი პროგრამა შეადგინა, რომლის შესრულებაზეც იტალიელმა სპეციალისტმა, საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან, კლუბის ხელმძღვანელობასთან და რა თქმა უნდა, მოთამაშეებთან ერთად უნდა იზრუნის.

მოდი გავეცნოთ კიუპერსის საინტერესო ბლოგს და ვნახოთ რა მთავარი მიზნების წინაშე დგას "ბაიერნი" ახლა და რისთვის უნდა მოემზადონ მიუნხენელები დოჰაში.

კარლოს ანჩელოტის მარტივი ამოცანა
არის თუ არა ახლა ყველაფერი იდეალურად? არა, ნამდვილად არა. მიუნხენელები იდეალური სათამაშო ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არიან და კლუბი სეზონის პირველ ნახევარში ისეთი დამაჯერებელი ვერ იყო, როგორც წინა წლებში.

2016 წელი "ბაიერნმა" დიდებულად დაასრულა და "ლაიფციგთან" საშინაო შეხვედრაში (3:0) საკუთარი შესაძლებლობები, უდიდესი პოტენციალი, ყველას კარგად დაანახა. ბუნდესლიგის პირველი ნახევარი კი პირველ ადგილზე დაასრულა, მაგრამ ჯერ გუნდს არაფრისთვის მიუღწევია.

იქნება თუ არა 2016/17 წლების სეზონი წარმატებული ამას მხოლოდ გაზაფხულზე, სეზონის გადამწყვეტ ნაწილში, გავიგებთ.

კარლო ანჩელოტის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ გუნდი ფორმის პიკში მარტისათვის გაიყვანოს, რაც მას, როგორც წესი, კარგად გამოსდის. პაპა კარლოს გუნდები სეზონის მთავარი ნაწილისათვის ყოველთვის მზად არიან ხოლმე. 20 იანვარს კი "ბაიერნს" ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო მატჩი ელის, სტუმრად "ფრაიბურგის" წინააღმდეგ. ამოცანა, ანჩელოტისთვის, კვლავ მარტივია - ერთ-ერთი აუტსაიდერის დამარცხება და პოზიციების გამყარება.

ტაქტიკა
"ლაიფციგთან" თამაშში ანჩელოტიმ საკუთარი კლასი და შესაძლებლობები დაამტკიცა, მაგრამ იტალიელი ამაზე არ უნდა გაჩერდეს. კატარში გუნდი სწორედ იმისათვის იმყოფება, რომ სეზონის მეორე ნახევარს უფრო განვითარებული შეხვდეს.

ბოლო წლებში მიუნხენური გრანდი ზამთრის შესვენებაზე იდეალურ ფორმაში გადიოდა, მაგრამ მთავარ პრობლემებს გაზაფხულზე აწყდებოდა. ეს იგივე ტრავმიანობას, გადაღლას, მოტივაციის დაკარგვას ეხება. თუმცა, ეს ყველაფერი "ბაიერნმა" პირველ წრეში უკვე გამოიარა, რადგან "რეკორდმაისტერმა" ქულებიც დაკარგა, კონცენტრაციის ნაკლებობაც იგრძნობოდა და ფიზიკური მოუმზადებლობაც. აახლა კი ანჩელოტიმ ეს ყველაფერი უნდა გამოასწოროს.

გარდა ამისა, არის რამდენიმე საინტერესო ტაქტიკური ნიუანსი. პირველ რიგში, კვლავ საინტერესოა კაპიტნის როლი. პირველ ნახევარში ფილიპ ლამი, ძირითადად, თავის ჩვეულ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოქმედებდა, მაგრამ ის კარლომ რამდენიმეჯერ ცენტრშიც შეწია.

გარდა ამისა, კარლოს სჭირდება უფრო მეტი იდეები შეტევაში, რათა "ბაიერნი" მუდამ კრეატიული და სახიფათო იყოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ტომას მიულერისთვის როლის მოძებნაა. 27 წლის გერმანელი, რომელიც ყოველთვის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, კარლოს სისტემაში ჩაიკარგა. ვნახოთ მისთვის რას მოიფიქრებს ანჩელოტი.

როგორც ხედავთ, გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვს.

ტრავმები
ამ მხრივ სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებეულია. თუკი პეპ გვარდიოლა ზამთრის შესვენებაზე სერიოზული საკადრო პრობლემებით გადიოდა, ახლა ლაზარეთში მხოლოდ ჟერომ ბოატენგია, რომელიც დოჰაში ვერ გაფრინდა. დანარჩენები გუნდთან ერთად არიან, უბრალოდ კინგსლი კომანი ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

იდეალური საკადრო მდგომარეობა და თითოეული მოთამაშის, განსაკუთრებით ლიდერების, მწყობრში ყოფნა ასევე იმ პროგრამის ნაწილია, რომლის მიხედვითაც "ბაიერნი" თებერვლისთვის ფორმის პიკზე უნდა გადიოდეს.

გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპები სწორედ ზამთრის ბოლო თვეში იწყება, ამიტომ საჭიროა ტრავმიანობის შემცირება, რათა გუნდმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.

მომავალი
მიუნხენის "ბაიერნის" შიდა სამზარეულოშიც ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი და ამას გუნდი ვერც იანვარში გაექცევა.

პირველ რიგში, ჰოლგერ ბადშტუბერის საკითხია გადასაწყვეტი, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და "ბაიერნის" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს.

27 წლის გერმანელის კარიერა სერიოზულმა ტრავმებმა დაანგრია, მიმდინარე სეზონში კი მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, ამიტომ ჰოლგერის რეალური ფორმისა და პოტენციალის დანახვა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ, "ბაიერნის" სურვილია, რომ ბადშტუბერი ზამთარში ექვსი თვით გაანათხოვროს და მას ზაფხულამდე დააკვირდეს.

ჰოლგერის აგენტმა, პეტერ დუვინაგემ, "რეკორდმაისტერის" ეს სურვილი დაადასტურა, მაგრამ ჯერ მსურველები არ ჩანან. არის "ჰამბურგის" ვარიანტი, მაგრამ როგორც ჩანს, "ბაიერნს" ბადშტუბერის უფრო მაღალი დონის გუნდში გაშვება სურს. გერმანელს საკუთარი ძალების დასამტკიცებლად სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომელსაც მიუნხენში ვერ მიიღებს.

"ბაიერნის" ქომაგებისთვის ყველაზე აქტუალური კი არიენ რობენის ახალი კონტრაქტის თემაა, რომელიც რუმენიგეს ძველი განცხადებით, სწორედ იანვარში უნდა გაფორმდეს. 32 წლის ჰოლანდიელს კლუბში დარჩენა სურს, "ბაიერნსაც" მისი შენარჩუნება სურს, ამიტომ, წესითა და რიგით, ამ პრობლემის აღმოფქვრა მხოლოდ დროის საკთხია.

დეკემბრის ბოლოს კი კიდევ ერთი თავისტკივილი გაჩნდა - ანტონიო კონტე, რომელიც ლონდონის "ჩელსიში" ყოფილი შეგირდის, არტურო ვიდალის, გადაბირებას ცდილობს. 29 წლის ჩილელი "ბაიერნში" თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ საფრთხე მისი და იტალიელი სპეციალისტის ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობაა, რომელიც ტურინის "იუვენტუსში" წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამას ემატება ის ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც ლონდონურ კლუბს გააჩნია და შესაძლოა, "რეკორდმაისტერი" დააინტერესოს. არტუროს მომავალი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.

გარდა ამისა, გერმანულ და ევროპულ პრესაში "ბაიერნის" შემადგენლობის გაძლიერებას რამდენიმე ალტერნატივა გამოჩნდა. სებასტიან რუდისა და ნიკოლას ზიულეს ტრანსფერები "ჰოფენჰაიმიდან" გერმანულმა პრესამ დაადასტურა. ამას ემატება ჭორები ფაუზი გულამისა და სერჟ გნაბრის შესახებაც. თუმცა, კარლო ანჩელოტიმ განმარტა, რომ "ბაიერნი" ზამთარში არავის დაიმატებს.

ვერდიქტი
მიუნხენური კლუბი კატარს ზედიზედ მეშვიდედ ეწვია, რაც "ბაიერნის" ადგილობრივ ქომაგებში უკმაყოფილებას იწვევს. მიზეზიც გასაგებია: არაბულ ქვეყენებში ადამიანის უფლებები ჯერ კიდევ სუსტად არის დაცული და ეს ისეთი განვითარებული ქვეყნისათვის, როგორიც გერმანისაა, სრულიად მიუღებელია.

თუმცა, გუნდი დოჰაში სავარჯიშოდ ჩავიდა. ზამთარში კი ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, რადგან ახლა კატარში ცხელა და იდეალური საფეხბურთო ამინდებია. "რეკორდმაისტერი", სპორტული თვალსაზრისით, სწორ არჩევანს აკეთებს და ვნახოთ როგორი იქნება 2017 წლის პირველი ნახევარი კარლო ანჩელოტის გუნდისათვის.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 4 იანვარი 2017 16:23
არსენალთან მატჩისთვის სრულ პიკზე უნდა იყოს ბაიერნი ისეთ პიკზე რომ არსენალს არავითარი შანსი არ უნდა ქონდეს.
Hansi
Hansi | 4 იანვარი 2017 23:25
ისე ადმინ აქ გამოკითხვას რომ აწარმოებ იმედგაცრუება თუ იმედმოცემ-აღებას joy joy სხვა ფეხბურთელები რომ ჩაგესვა კარგი იქნებოდა? bowtie

თომას მიულერი რომ გყავს შეყვანილი, მიულერმა 2016-ში 13 საგოლე გადაცემა გააკეთა რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგია.

მაგრამ არაობიექტური და ყვითელი პრესის მოყვარული ხალხი ხომ საღ აზროვნებას მოკლებულნი არიან და დაე იფრინონ ვინც სხვა აზრზეა, მთავარია ძალიან შორს არ გაფრინდნენ ჩამოვარდნა მტკივნრული იქნება joy joy joy joy
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა