...

ბაიერნის ქართველმა გულშემატკივარმა პირველი წრის იმედგაცრუება დაასახელა

ჩვენს საიტზე უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში გამოკითხვა მიმდინარეობდა და "ბაიერნის" ქართველმა გულშემატკივარმა სეზონის პირველი ნახევრის იმედგაცრუება გამოავლინა.

საკუთარი აზრი სულ 198-მა ადამიანმა დააფიქსირა და დიდმა უმრავლესობამ ხმა ტომას მიულერს (40,91%) მისცა. მეორე პოზიციაზე ჟერომ ბოატენგი (25,76%) გავიდა, სამეული კი ახალწვეულმა რენატო სანჩეშმა (20,71%) დააგვირგვინა.

ჩვენი მომხმარებლების 8,59% არასრული პირველი წრის იმედგაცრუებად ახალგაზრდა ფრანგ ვინგერს, კინგსლი კომანს მიიჩნევს, 3,54% გუნდის სხვა წევრს, დუგლას კოშტას თამაშით კი მხოლოდ 0,51%-ია უკმაყოფილო.

ტომას მიულერმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მართლაც საკმაოდ სუსტად ჩაატარა და გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება ჟერომ ბოატენგს, რომლის თამაშით არამხოლოდ "ბაიერნის" ქართველი ფანები, არამედ კლუბის ხელმძღვანელებიც უკმაყოფილონი არიან, მან სერიოზული ტრავმის შემდეგ ოპტიმალური ფორმა ვერაფრით აკრიფა.

ახალგაზრდა პორტუგალიელი ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა ზოგი მისგან უფრო მეტს ელოდა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Hansi
Hansi | 5 იანვარი 2017 00:06
ვინც დაასახელა დედას რომ ჰკითხონ არ აჯობებს? იქნებ გაუცრუეს იმედები? joy joy joy

ისე თქვენმა საიტმა გამიცრუა მე იმედები და ამის გამოკითხვა არ გინდათ რომ ჩაატაროთ rage

არა თან ბაიერნის ქართველმა გულშემატკივარმაო რომ წერთ, ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარს შეუძლია აქ ხმის მიცემა და არა მარტო გულშემატკივარს joy joy
Hellscream
Hellscream | 5 იანვარი 2017 14:40
ციტატა: Hansi

ისე თქვენმა საიტმა გამიცრუა მე იმედები და ამის გამოკითხვა არ გინდათ რომ ჩაატაროთ rage

არა თან ბაიერნის ქართველმა გულშემატკივარმაო რომ წერთ, ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარს შეუძლია აქ ხმის მიცემა და არა მარტო გულშემატკივარს joy joy


1. დრონი მეფობენ და არა მეფენი, იყო დრო ეს საიტი ერთერთი საუკეთესო საიტი იყოს ფეხბურთის ფანკლუბებს შორის მთელ საქართველოში. პრობლემების მერე კი უკვე ხალხი ნაკლები ჰყავთ. არადა ეხლაც კარგად მუშაობს და ყველა ინფო ძალიან სწრაფად იდება. ასე რომ ადმინისტრაციას ნუ დავადანაშაულებთ. (ახლანდელს ყოველშემთხვევაში)
2.ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარი კი არა ბაიერნის გულშემატკივარიც იშვიათად შემოდის უკვე აქ :დდ
1400მდე წევრი ჰყავს ბაიერნ.ჯის ფანკლუბის ფეისბუქ გვერდს და მარტო 198 კაცია გამოკითხული.
3.როგორც წესი სხვა გუნდის გულშემატკივრები ასეთი ტიპის გამოკითხვებში უფრო ობიექტურები არიან ვიდრე თავგადაკლული მიულერის ფანები.

და მაინტერესებს პროსტა რა არ მოგეწონა და რამ გაგამწარა smiley

2016 წლის ბოლოდან დღემდე მიულერს პირდაპირი მნიშვნელობით ნორმალური თამაში არ უთამაშია.
ერთი ორ გოლს თუ არ ჩავთვლით და მაგ ერთ ორ გოლს ალონსოც იტანს ხანდახან :დ
pako
pako | 5 იანვარი 2017 15:50
დაბრუნდება ჩვენი ბავარიელიი
Hansi
Hansi | 5 იანვარი 2017 16:31
[quote=Hellscream][quote=Hansi]

შენი პასუხებიდან გამომდინარე პასუხის გაცემა არ ღირს. მაგრამ მაინც ერთ-ორ სიტყვას დავწერ. საიტმა პირველ რიგში ობიექტურად უნდა შეაფასოს გარემოებები და არა მხოლოდ სტატისტიკის გამო დადოს რაიმე გამოკითხვები და სიახლეები. (ამას ერთ სიტყვად ჩავთვლი)
ახლა მეორე - თუ თვლი, რომ მიულერს არ ჩაუტარებია 2016 წლიდან არც ერთი ნორმალური თამაში, ყველაფერი გასაგებია. ღირსი იყო ბაიერნი იუვენტუსთან ჩარჩენილიყო და იუვენტუსი გასულიყო შემდეგ ეტაპზე.

მესამესაც დავამატებ - აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება, რაც არასწორია. ასე ვთქვათ, სხვა გუნდის საიტზეც რომ ჩატარდეს ამ ტიპის გამოკითხვა ბავარიის გულშემატკივარსაც შეუძლია ლიდერის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა რაც კიდევ ვიძახი რომ არასწორია. ყველას გაგიმარჯოთ თქვენს გემოვნებაში და შეფასებებში, უბრალოდ ობიექტურობისათვის არ გაწყენდათ გადაგეხედათ ამა თუ იმ ფაქტსა და ისტორიას.

კარგაააად აღარ დამიციტირო joy

ამას არავის არ ვწერ, მაგრამ ამ საიტის ფუნქციებიდან გამომდინარე, ვიცი ჩემს წინა მესიჯს მიებმება joy joy მიულერს თუ არ დააყენებს ანჩელოტი სადაც საჭიროა და არ ათამაშებს ბაიენს ამ წელს ჩემპიონთა ლიგის თასი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ არ ემუქრება smirk
აბა თქვენ იცით !!!!! კიდევ დადეთ ამგვარი გამოკითხვები - "ბაიერნის ქართველმა გულშემატკივარმა ბაიერნ'ჯი-ს დანა ზურგში დანა ჩასცა" ან - "ბაიერნის ქართველმა გულშემატკივარმა თოქსოფულო აირჩია" joy joy joy joy joy
Dachi8
Dachi8 | 5 იანვარი 2017 17:16
ისე მართალია ჰანსი.. მაგალითად ჩემი პატარა ძმა,.რომელიც რეალის გულშემატკივარია. ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე შემოვიდა და სპეციალურად მიულერს მისცა ხმა ამ გამოკითხვაში, განა იმიტომ რომ მისი თამაში არ მოწონს ან ნანახი მაინც ქონდეს ამ სეზონზე. უბრალოდ იცის რომ ბავარიელებს სხვა დამოკიდებულება აქვთ მიულერის მიმართ და ამით ბავშვური ჭკუით ბაიერნის საწინაადეგო ქმედება ჩაიდინა.
ამიტომ არასწორია ის, რომ ნებისმიერს აქვს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ან ყოველი შემთხვევისათვის სათაური გამოცვალეთ და დაწერეთ საიტზე შემოსული ხმების რაოდენობით ან რაღაც მსგავსი
admin
admin | 5 იანვარი 2017 17:42
მისაღებია ბიჭებო თქვენი შენიშვნა და ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი ისაა, რომ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ საიტზე დარეგისტირრებულ მომხმარებლებს ჰქონდეთ. ჩვენი მიზანი ინტრიგის შექმნა არ ყოფილა უბრალოდ გვინდოდა გაგვეგო "ბაიერნის" ქართველი გულშემატკივარის აზრი, რომლებიც ჩვენს საიტზე მგონი მრავლად არიან. თქვენი აზრით გასაგებია, ფორმულირება ნამდვილად არ არის ბოლომდე სწორი
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 08:18
We are out of bread, cheese, and sugar.
Ремонт холодильников Dako Дако в Москве
Badly written, but. Do you like acrobats?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა