ტრანსფერები | რა ხდება ფრენკ დე იონგთან დაკავშირებით?

ტრანსფერები | რა ხდება ფრენკ დე იონგთან დაკავშირებით?

მიუნხენის ბაიერნი ბარსელონას ნახევარმცველის, ფრენკ დე იონგის ტრანსფერით დაინტერესდა. მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ნიდერლანდელი შუახაზელის აგენტებს და ინტერესის შესახებ ამცნეს.

მეტიც, გერმანულ კლუბს დე იონგის დამატება იანვარშივე სურს, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა. მიუხედავად ამ ფაქტისა, ნაგელსმანის გუნდი ზაფხულში კვლავ ეცდება ფრენკის ტრანსფერის განხორციელებას.

მომდევნო დღეები და მოლაპარაკებები გადამწყვეტი იქნება დე იონგის მომავლისთვის.

გერმანულ transfermarkt-ს 24 წლის ნახევარმცველი 70 მილიონ ევრო ჰყავს შეფასებული - დე იონგმა მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდის მაისური 25 შეხვედრაში მოირგო და თავის გამოჩენა 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.


23-01-2022, 18:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0