ბოატენგი ბედნიერი არ ვარ და თავს არ მოვიტყუებ

ბოატენგი ბედნიერი არ ვარ და თავს არ მოვიტყუებ

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, კლუბში თავისი მდგომარეობა დეტალურად განიხილა.

"ერთხელაც იუპ ჰაინკესს ვუთხარი: "ბაიერნთან" ერთად 10 ტიტული მოვიგე, ამ კლუბის შესახებ ყველაფერი ვიცი და ახალი იმპულსი მჭირდება.

აქ ყოფნა მომწონს და მიუნხენი მიყვარს, ეს მშვენიერი დრო იყო, მაგრამ გავიგებ, როდესაც წასვლის დრო მოვა.

საკუთარი შესაძლებლობები ვიცი. ვიცი რა უნდა გავაკეთო, როგორ ვითამაშო, როდესაც მყავს კლუბი და მწვრთნელი, რომლებიც მენდობიან.

რატომ არ აღვნიშნე გუნდთან ერთად? ფეხბურთელი ვარ და მტკივნეულია, როდესაც საკმარის სათამაშო პრაქტიკას არ ღებულობ.

საკუთარ თანაგუნდელებს პატივს ვცემ, მაგრამ არ მიყვარს თვალთმაქცობა. არ შემიძლია შეცვლა და თავის მოტანა, რომ თითქოს ბედნიერი ვარ.

დამიჯერეთ, უკანასკნელი ადამიანი ვარ, რომელსაც შესაძლოა კრიტიკა ეწყინოს, როდესაც რეალურად არის ვინმე შენზე უკეთესი.

საკუთარი ძალები ვიცი, ვიცი რა შემიძლია, მაგრამ არ შემიძლია ღილაკზე თითის დაჭერა და უცებ გაღიმება, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ეს ჩემზი არ ზის", - განაცხადა ბოატენგმა.

30 წლის გერმანელი წლების განმავლობაში "ბაიერნის" ძირითადი მცველი იყო, მაგრამ გასულ სეზონში ძირითადში ადგილი დაკარგა.


31-05-2019, 20:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0