მათეუსი ახალი სეზონიდან ბაიერნის ფანებს სანე მოაჯადოვებს

მათეუსი ახალი სეზონიდან ბაიერნის ფანებს სანე მოაჯადოვებს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრმა და კაპიტანმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერი შეაფასა.

"ჩემი აზრით, მოთამაშე, რომელიც მომდევნო სეზონში "ბაიერნის" გულშემატკივრებს მოაჯადოვებს, ლეროი სანე იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის მიუნხენში წამოვა.

როდესაც "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი საჯაროდ აცხადებს, რომ კლუბი კონკრეტული მოთამაშისთვის აპირებს შეთავაზების გაკეთებას, ეს ძალიან ბევრს რამეზე მეტყველებს.

ეს ფანტასტიკური ტრანსფერი იქნება, ვინაიდან სანე ერთ-ერთი საუკეთსო გარემარბია. ლეროი სახიფათოა, მუდამ გოლს უმიზნებს, სწრაფია, ორივე ფრთაზე შეუძლია მოქმედება და დიდი მომავალი აქვს", - განაცხადა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა.

23 წლის ტექნიკური გერმანელი შემტევი "მანჩესტერ სიტიში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და შესაძლოა კლუბი დატოვოს.

სანეს მდგომარეობას აქტიურად აკვირდება მიუნხენური კლუბი, რომელიც მზად არის სანეს სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.


27-05-2019, 12:58
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0