ბოატენგი შარშან ფიქრებით უკვე პარიზში ვიყავი

ბოატენგი შარშან ფიქრებით უკვე პარიზში ვიყავი

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, თავის მომავალზე ისაუბრა და გასული წლის ზაფხულიც გაიხსენა.

გასული სეზონის დაწყებამდე ბოატენგს "პარი სენ ჟერმენი" სერიოზულად აკვირდებოდა და მისი ტრანსფერი რეალური იყო, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ბოლოს ჩაიშალა.

"ფიქრებით უკვე პარიზში ვიყავი. როდესაც გაძლევენ პირობას და შენს სანაცვლოდ ადეკვატურ თანხას იხდიან, ხოლო შემდეგ ყველაფერი იშლება, ეს შიგნიდან განადგურებს.

"ბაიერნში" სეზონის პირველი ნახევარი ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა. შემდეგ საკუთარ თავს ვაჯობე, კარგი მატჩები ჩავატარე, მაგრამ მაინც სათადარიგო სკამზე ვრჩებოდი.

რა მოხდება მომდევნო სეზონში? კვლავ უნდა "შევუტიო". არ გამოვრიცხავ, რომ "ბაიერნში" დავრჩე. სირთულეებს არ გავურბივარ, ვინაიდან ყველაფერი სწრაფად იცვლება", - განაცხადა 30 წლის გერმანელმა.

ახალი სეზონიდან "ბაიერნს" ორი მსოფლიო ჩემპიონი მცველი, ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი, ემატება, ამიტომ ბოატენგის ადგილი აღარ რჩება.


31-05-2019, 15:50
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0