ფლორიან ვირცი და მისი მშობლები დღეს მანჩესტერში გაფრინდნენ, სადაც პეპ გვარდიოლას შეხვდნენ. ისინი საღამოს გერმანიაში დაბრუნდნენ. ჰანს ვირცმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი შეთანხმება არსებობს მანჩესტერ სიტისა და ლევერკუზენს შორის ტრანსფერის ძირითადი პირობების შესახებ.
სიტიმ იცის, რომ ლევერკუზენს ურჩევნია ვირცი მათ მიჰყიდოს, ვიდრე ბუნდესლიგის მეტოქე ბაიერნს.
მიუნხენელებიც აქტიურად ცდილობენ ვირცის გადაბირებას და დარწმუნებულები არიან, რომ შეძლებენ მის გადარწმუნებას.
თუმცა ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.