მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, რომელიც მადრიდის "რეალის" კუთვნილებაა, კარიერაში გამორჩეული სპეციალისტები დაასახელა.
"ზიდანთან პრობლემა არასოდეს მქონია, ის კარგი ადამიანია.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები ჟულიო სეზარ ფალკონი, კარლო ანჩელოტი და ხოსე პეკერმანი იყვნენ.
როდესაც პეკერმანი მოვიდა კოლუმბიის ნაკრებში, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი საერთოდ არ ჰქონდა, ხოლო მასთან ერთად მოედანზე მხოლოდ ერთი მიზნით გავდიოდით - "კოლუმბიას უნდა მოეგო!"
მან ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა, კოლუმბიის ნაკრებში ახალი, გამარჯვებების ეპოქა შექმნა და რევოლუცია მოახდინა", - განაცხადა 27 წლის სამხერთ ამერიკელმა.
ხამეს როდრიგესი ანჩელოტისთან ერთად ჯერ "სამეფო კლუბში" (2014-15) მუშაობდა, შემდეგ კი იტალიელმა 2017 წელს "ბაიერნშიც" მიიწვია, მაგრამ ანჩელოტი მალევე გაათავისუფლეს.