გნაბრი ლონდონი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია

გნაბრი ლონდონი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა მატჩის მთავარმა გმირმა, სერჟ გნაბრიმ, შეაფასა.

"ვფიქრობ, მეტოქეზე საკმაოდ დიდი ზეწოლა განვახორციელეთ და საკუთარი შანსები ძალიან კარგად გამოვიყენეთ.

მე და ლევანდოვსკიმ წინ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მე ორი გოლი გავიტანე, მან ორი ასისტი გამიკეთა და ერთიც თავად შეაგდო.

როგორც ჩანს, ლონდონი მართლაც განსაკუთრებულია ადგილია. აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ისინი სტადიონზეც იყვნენ. მათ დამატებითი ენერგია მომცეს და თავადაც ნახეთ რა გამოვიდა", - განაცხადა 24 წლის გერმანელმა.

"ბაიერნმა" ლონდონში "ჩელსი" 3:0 გაანადგურა და გნაბრიმ დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ სერჟ გნაბრიმ, რომელიც ლონდონის "არსენალის" აღზრდილია, ჯგუფურ ეტაპზე "ტოტენჰემს" ლონდონში 4 გოლი გაუტანა.


26-02-2020, 05:23
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0