ახალი სატრანსფერო საგა - ბაიერნის ფავორიტს 65 მილიონად აფასებენ

ახალი სატრანსფერო საგა - ბაიერნის ფავორიტს 65 მილიონად აფასებენ

გერმანიის ნაკრების მცველის, ნათანიელ ბრაუნის მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული და როგორც ჩანს, მიმდინარე ზაფხულის მთავარ სატრანსფერო საგად იქცევა. ნიჭიერი ფეხბურთელით მიუნხენის ბაიერნი და ლონდონის არსენალი სერიოზულად ინტერესდებიან. ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურ მოლაპარაკებებს მიუნხენელები აწარმოებენ - ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე შედგა და ბრაუნის მიუნხენში გადაბირება პრობლემა არ იქნება, რადგან თავად მოთამაშეს ეს ვარიანტი ძალიან ხიბლავს.

მთავარი ბარიერი კლუბებს შორის არსებული ფინანსური სხვაობაა. ფრანკფურტი ბრაუნის სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ აქვს, 65 მილიონ ევროს ითხოვს. ბაიერნი ამ ეტაპზე ამხელა თანხის გადახდაზე კატეგორიულ უარს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერი ტრანსფერის მთავარ ფავორიტად რჩება, გარიგება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა და წინ რთული, გაწელილი მოლაპარაკებები გველის.


გუშინ, 21:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2