ბაიერნი  ვოლფსბურგი მიუნხენელები წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდებიან

ბაიერნი ვოლფსბურგი მიუნხენელები წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდებიან

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ვოლფსბურგს" შეხვდება.

ბაიერნი - ვოლფსბურგი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, 25-ე ტური
თარიღი: 18:30 საათი, 9 მარტი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: საშა შტეგემანი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

მიუნხენურმა გრანდმა დორტმუნდის "ბორუსიას" ჩავარდნით კარგად ისარგებლა და ლიდერს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა. წინა ტურში ნიკო კოვაჩის გუნდმა გასვლაზე უხერხული მეტოქე მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ბრწყინვალე სტილში 5:1 გაანადგურა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგეს და 54 ქულით სატურნირო ცხრილს "ბორუსიასთან" ერთად ლიდერობენ.

მიუნხენურ გრანდს წინ უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს "ლივერპულთან", მაგრამ ჯერ ნიკო კოვაჩის გუნდმა "ვოლფსბურგზე" და ბუნდესლიგაში წარმატებული სერიის გაგრძელებაზე უნდა იფიქროს. "ბაიერნი" ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაშის წინ კარგი განწყობა შეიქმნას.

"ვოლფსბურგმა" მეორე წრე სუსტად დაიწყო და პირველი ორი შეხვედრა დათმო - სტუმრად "შალკესთან" (1:2) და შინ ლევერკუზენის "ბაიერთან" (0:3), თუმცა ამის შემდეგ ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო 5 ტურში 11 ქულის დაგროვება მოახერხა. შედეგად, "მგლები" 39 ქულით მე-6 პოზიციას "ბაიერთან" ერთად იყოფენ და ოთხეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.

ამ პერიოდში ბრუნო ლაბადიას გუნდმა სტუმრად ბერლინის "ჰერტა" დაამარცხა (1:0), "მაინცი" და მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 3:0 გაანადგურა და ორი ფრე ითამაშა. წინა ტურში "ვოლფსბურგმა" შინ ბრემენის "ვერდერთან" ფრედ 1:1 ითამაშა.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

მიუნხენური კლუბი დღევანდელ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. "ბაიერნს" არიენ რობენი და დავიდ ალაბა გამოაკლდნენ. აგრეთვე ლაზარეთში არიან კინგსლი კომანი და კორენტენ ტოლისო.

"ვოლფსბურგსაც" რამდენიმე მოთამაშე აკლია: აზუი, კამაჩო, გინჩეკი და იუნგი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია - მარტინესი, ტიაგო - მიულერი, ხამესი, გნაბრი - ლევანდოვსკი.

ვოლფსბურგი: კასტეელსი - უილიამი, კნოხე, ბრუკსი, რუსილინი - გერჰარტი, გილავოგი, არნოლდი - მეჰმედი - შტეფენი, ვეგჰორსტი.

ფაქტები და სტატისტიკა:

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო და დორტმუნდის "ბორუსიასთან" 9 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფქვრა.მიმდინარე სეზონში გასვლაზე "ვოლფსბურგზე" (23) მეტი ქულა მხოლოდ "ბაიერნმა" (30) დააგროვა.რობერტ ლევანდოვსკის "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი, მათ შორისაა 2015 წლის სექტემბრის ლეგენდარული პენტა-ტრიკი - 5 გოლი 9 წუთში!


"ვოლფსბურგს" მიუნხენში ისტორიაში არასოდეს მოუგია და ბუნდესლიგაში "ბაიერნის" წინააღმდეგ 21 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული.ბრუნო ლაბადიას მთავარი მწვრთნელის რანგში "ბაიერნის" წინააღმდეგ 18 თამაშიდან 16 წაგებული აქვს - ორი მოგება.ვუტ ვეგჰორსტი 9 გატანილი გოლით "ვოლფსბურგის" საუკეთესო ბომბარდირია.


9-03-2019, 20:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0