მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" დავიდ ალაბასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს, თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტთა საბჭოს წევრმა, ული ჰიონესმა გააკეთა.
"ჩვენ ყველას გვსურს, რომ ალაბა დარჩეს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ჰანს ფლიკს მოსწონს მისი სტილი."
"თუმცა, დავიდის აგენტი ნამდვილი ფულის მტაცებელი პირანიაა და სამწუხაროდ, მამამისი სერიოზულად არის მოხიბლული ამ ადამიანით." - აცხადებს ჰიონესი.