რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

“ევროპაბეთის” მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული.  

EMV ტექნოლოგია აპრობირებულია საბანკო სექტორში, სათამაშო ბიზნესში კი ევროპაბეთის N Card  არის პირველი ბარათი, რომელიც ფუნქციურად ბანკის ბარათების იდენტური გახდა.

NFC ტექნოლოგია იგივე Near Field Communication არის მონაცემთა გაცვლის უსადენო მეთოდი ორ მოწყობილობას შორის მოკლე მანძილზე. NFC ჩიპით აღჭურვილი პლასტიკური ბარათი გზავნის დაშიფრულ მონაცემებს მიმღებთან მხოლოდ მიახლოვებით, ისე რომ არ არის საჭირო ტერმინალში მისი მოთავსება. ჩიპის დახმარებით კი მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არის დაცული მაგნიტურ ზოლიანი ბარათებისგან განსხვავებით.

“ევროპაბეთის სტრატეგია ევროპული სტანდარტის შემოტანაა ქართულ ბაზარზე. ბარათი EMV ჩიპით დახურული არხით მოგების გასანაღდებლად რევოლუციური სიახლეა სათამაშო ბიზნესში. ჩვენი ბარათიაკმაყოფილებსსაერთაშორისოსტანდარტებისყველამოთხოვნასდაწარმოადგენსსაერთაშორისოსაგადახდოსისტემებისმიერემიტირებულისაგადახდობარათებისანალოგიურდაცულგადახდისინსტრუმენტს. რაც პირველ რიგში ჩვენი მომხმარებლისთვის გარანტირებული უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ემსახურება. ” - აცხადებს “ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა. 

N Card-ით, ევროპაბეთის ანგარიშიდან თანხის გატანის ყველაზე მოსახერხებელი გზით, მომხმარებლები წლებია სარგებლობენ მისი მთავარი უპირატესობების გამო:

დაფარულიარხი
N Card-ით განხორციელებული ტრანზაქციები არ ჩანს საბანკო ამონაწერში
ბანკომატიდანგანაღდება
თანხის გატანა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბანკომატებიდან
ტერმინალითგადახდა
N Card-ით უნაღდო ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ტერმინალებზეც
მოგებისმომენტალურიმოხსნა

ევროპაბეთის ბალანსიდან თანხის გატანა შესაძელებელია ნებისმიერ დროს მომენტალურად გაუმჯობესებული ბარათების მწარმოებელი და სერვისის მომწოდებელი “ევროპაბეთისთვის” კომპანია “ნეოლეთია”.

ბარათის გასახსნელად ან ახლის ასაღებად უნდა მიმართოთ N Card-ის ექსპრეს დახლებს მოლებში ან neollet-ის ფილიალებს. N Card-ის ასაღებად აუცილებელია, მომხმარებელს ჰქონდეს “ევროპაბეთის” ვერიფიცირებული ანგარიში.


15-09-2020, 13:20
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0