მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა მარიო გიოტცეს შესახებ ატეხილ სატრანსფერო ჭორებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მარიო კარგად იცნობს "ბაიერნს". მან იცის ჩვენი გუნდის ფილოსოფია. როდესაც აქ იყო, ხშირად იმეორებდა, რომ მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო."
"გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა იღებს, თუმცა, მე პირადად მჯერა, რომ მარიოს ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში." - აცხადებს მანუ.