"ბაიერნის" TOP 5 ჩავარდნილი ტრანსფერი

"ბაიერნის" TOP 5 ჩავარდნილი ტრანსფერი

მიუნხენის "ბაიერნი" თავისი სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩევა. გუნდი იშვიათად ხარჯავს ასტრონომიულ თანხებს, თუმცა, ტრანსფერების უმრავლესობა მაინც ამართლებს ხოლმე და ამაზე უახლესი ისტორიიდან მანუელ ნოიერისა და რობერტ ლევანდოვსკის დამატებაც ამტკიცებს.

თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც "რეკორდმაისტერის" რიგებში ფეხბურთელები დიდი იმედებით მოსულან, მაგრამ, შემდეგ უკვალოდ გამქრალან. ამ სტატიაში გთავაზობთ გუნდის ისტორიაში 5 ყველაზე "ჩაფლავებულ" ტრანსფერს.

მარსელ იანსენი - გერმანელი მარცხენა მცველი 2007 წელს დიდი იმედებით შეუერთდა. კლუბმა მის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდ თანხად მიიჩნეოდა. მას ბისენტ ლიზარაზუსა და ზე რობერტოს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ხშირი ტრავმიანობისა და მთავარ მწვრთნელ, იურგენ კლინსმანთან კონფლიქტის შემდეგ 2008 წელს ის "ჰამბურგში" გაყიდეს. იანსენმა კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა და ამჟამად "ჰამბურგის" პრეზიდენტია.

ხოსე ერნესტო სოსა - სამხრეთ ამერიკელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა. იანსენის მსგავსად ისიც 2007 წელს მოვიდა გუნდში. სოსას ბრწყინვალე მოედნის ხედვა, საგოლე პასის ალღო და შეტევითი უნარები ჰქონდა. თავდაპირველად მან მიუნხენში კარგად დაიწყო, მაგრამ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიკიდა და 2010 წელს დატოვა კლუბი. ამის შემდეგ სოსამ არაერთი კლუბი გამოიცვალა და ამჟამად თურქული "ტრაბზონის" ღირსებას იცავს.

ლუკაშ პოდოლსკი - ლუკაში გერმანული ფეხბურთის ლეგენდად ითვლება. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 130 მატჩში 49 გოლი გაიტანა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. მაგრამ, მისი მიუნხენური კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ვარაუდობდნენ. "კიოლნში" ბრწყინვალე სეზონების შემდეგ ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" 2006 წელს, 10 მილიონ ევროდ შეუერთდა, მაგრამ ტრავმების გამო ის ლუკა ტონისა და მიროსლავ კლოზეს შემცვლელად იქცა. სამწლიანი ცუდი მიუნხენური კარიერის შემდეგ კი ის კვლავ "კიოლნში" დაბრუნდა.

ჟან პიერ პაპინი - ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი, რომელმაც "რეკორდმაისტერის" რიგებში ვერ გაამართლა. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ 1991 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელეს, რის შემდეგაც "მილანს" შეუერთდა, 3 წლის შემდეგ კი "ბაიერნს". კლუბმა მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ამ დროისთვის სერიოზულ თანხად ითვლებოდა. ბრწყინვალე საგოლე ალღოს მქონე ფეხბურთელისგან ყველა უდიდეს წარმატებებს ელოდა, თუმცა, სამწუხაროდ ტრავმების გამო მისი კარიერა მიუნხენში ვერ აეწყო. მან გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტული, უეფას თასი მოიგო და ორწლიანი წარუმატებელი კარიერის შემდეგ დატოვა კიდეც "ბაიერნი".

ბრენო ბორხესი - 18 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი "რეკორდმაისტერს" 2008 წელს შეუერთდა. იმ დროს ბრენოსთვის ევროპული გრანდები გამალებით იბრძოდნენ და საბოლოოდ მცველისთვის საკმაოდ სოლიდურ ფასად, 12 მილიონ ევროდ შეძლო "ბაიერნმა" მისი გადაბირება. ბორხესი კლუბის დიდი გეგმის ნაწილი იყო და მას თანამემამულე ლუსიო უნდა ჩაენაცვლებინა. მძიმე ტრავმების შემდეგ ბრაზილიელმა "რეკორდმაისტერში" ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ის "ნიურნბერგში" გაანათხოვრეს, დაბრუნებიდან მალევე კი სულაც გაყიდეს. ამჟამად ბრენო სამშობლოში, "ვასკო და გამას" ღირსებას იცავს.


17-10-2020, 13:21
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0