მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ბიელფილდში მოპოვებული 3 ქულსი შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"გარკვეულ სიტუაციებში უკეთესად გვმართებდა თავის დაცვა. თუმცა, მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა და ეს შეცდომები ამით აიხსნება."
"უკან პასი არ იყო საჭირო. ტოლისოს შეეძლო ამ სიტუაციაში უკეთესად მოქმედება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს ძალიან სულელური წითელი ბარათი იყო."
"დუგლას კოშტას საჯარიმო დარტყმის დროს ჩაწოლა ლუკასმა მოსთხოვა. როგორც წესი ამას გუნდში იოზუა კიმიხი აკეთებს ხოლმე."
"ბავშვის დაბადება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი. მას შეეძლო დღეს ჩამოფრენილიყო თამაშისთვის და ხვალ დაბრუნებულიყო, თუმცა, მის მდგომარეობაში შევედი და ოჯახთან დროის გატარების საშუალება მივეცი." - აცხადებს ფლიკი.