ბალაკი მოურინიოს ბაიერნში შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

ბალაკი მოურინიოს ბაიერნში შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა მიხაელ ბალაკმა, გერმანულ გრანდში ჟოზე მოურინიოს შესაძლო მოსვლაზე ისაუბრა.

"ამ მომენტისთვის მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩია, რომელსაც ხალხმა პატივი უნდა სცეს. ის ხარისხიან სამუშაოს ასრულებს.

თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ თუ ოდესმე ჟოზე მოურინიო "ბაიერნს" ჩაიბარებს, ეს კლუბსა და სრულიად ბუნდესლიგას ბრწყინვალებას შემატებს", - განაცხადა 42 წლის გერმანელმა.

56 წლის ლეგენდარული პორტუგალიელი სპეციალისტი ახლა უმუშევარია და მის სახელს "რეკორდმაისტერს" აქტიურად უკავშირებენ.

ჟოზე მოურინიოს ბუნდესლიგაში ნამუშევარი არ აქვს და მან უკვე გამოთქვა გერმანიაში გადაბარგების სურვილი.

მიხაელ ბალაკი ჟოზეს ლონდონის "ჩელსიდან" იცნობს. გერმანელი "ჩელსის" 2006 წელს შეუერთდა, როდესაც გუნდს სწორედ პორტუგალიელი წვრთნიდა.


17-04-2019, 21:49
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0