"რედ ბულ ლაიფციგის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა დაიოტ უპამეკანოს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
"მიუნხენელებმა ეს ფეხბურთელი უკვე ძალიან კარგად იციან. ფიზიკურ ორთაბრძოლებში შეუძლებელია დაიოტს გაექცე."
"მან მატჩის მიმდინარეობის დროს, შესაძლოა, ერთი-ორი სარისკო მოქმედება განახორციელოს, თუმცა, გამოცდილების მიღებასთან ერთად ესეც გამოსწორდება."
"უპამეკანოს ოჯახს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის გააკეთებენ. ვფიქრობ, საბოლოოდ დაიოტი "ბაიერნს" აირჩევს." - აცხადებს რანგნიკი.