მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "შტუტგარტთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"ვიცით, რომ დღეს ლამაზი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, თუმცა, ასეთი გადატვირთული გრაფიკის დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება ხდება."
"კორენტინ ტოლისოს კუნთის დაზიანება აქვს, ყველაფერს ხვალ გავიგებთ. ხავი მარტინესიც მის მსგავსად კუნთს იტკიებს. ბოატენგს პრობლემები ჰქონდა და მოცდა მოგვიწევს."
"ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან მოთამაშეები და ამის შემდეგ გადავწყვეტთ რა შემადგენლობა წავა მადრიდში."
"გორეცკა გუნდის ნახევარდაცვის ლიდერია კიმიხის არ ყოფნის დროს. ის კარგად უძღვება, მენტორობს გუნდს. ეს ძალიან მომწონს მასში." - აცხადებს ფლიკი.