მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი კიდევ ერთხელ აღიარეს.
ამჯერად 32 წლის ფორვარდი ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ ჯილდოსთვის. იმედი მაქვს, ესპანეთში ყველა კარგადაა. ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა, სიყვარულია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას." - განაცხადა ლევანდოვსკიმ საუკეთესოდ დასახელების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატადაც განიხილებოდა, თუმცა, France Football-მა ეს პრიზი გააუქმა.