მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ჰოლანდიელი გარემარბი, არიენ რობენი, მომდევნო კვირას უნდა დაბრუნდეს მოედანზე.
35 წლის ჰოლანდიელმა გუშინ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ არიენ რობენმა 45 წუთის განმავლობაში სრული დატვირთვით უპრობლემოდ იმუშავა და ტკივილები არ უგრძვნია.
მოსალოდნელია, რომ არიენ რობენი გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის შეხვედრისთვის დაბრუნდება. "ბაიერნი" 4 მაისს შინ "ჰანოვერს" მიიღებს.