მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა.
"შეიძლება, მათ ძალიან ადრე მიიღეს ტიტულის გაუქმების გადაწყვეტილება. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა კარგად იციან, რომ წელს საუკეთესო სეზონი მქონდა."
"ჩვენ საოცარი წელი გვქონდა. ყველა ტიტული მოვიგეთ და ძალიან კარგად ვთამაშობდით, ეს ყველამ დაინახა."
"თუმცა, პერსონალური ჯილდოები ყოველთვის გუნდს ეკუთვნის. მათ გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატების მიღწევა." - აცხადებს ლევანდოვსკი.