მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმინიგემ მედიასთან საუბრისას საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა.
„ვფიქრობ, გერმანული დაპირისპირება ელ-კლასიკოზე მაღალი დონისაა. ბოლო მატჩი, რომელიც 3-2 დასრულდა, შესაძლოა 5-4-ც კი დამთავრებულიყო, ასეთ თამაშებს კი კლასიკოში ვეღარ გვთავაზობენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანული დაპირისპირება სხვა დონეზეა." - განაცხადა რუმინიგემ.