მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა თომას მიულერის ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
"პირადად ჩემთვის, თომასი გასაოცარ ფორმაშია. ახლა მას შეუძლია ნებისმიერ გუნდს მოაგებინოს თამაში, რომელშიც ასპარეზობს."
"ჩვენ გარკვეული სახის მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ლიოვი გაზაფხულზე მიულერს ეროვნულ გუნდში დააბრუნებს." - აცხადებს ჰიონესი.