გუშინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და ჯგუფები გადანაწილდა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ შედეგები გარკვეულწილად შეიცვალოს.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით UEFA-მ მუნდიალის მომავალ მასპინძელს, ყატარს საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა შესთავაზა.
მოგეხსენებათ, აზიელები მასპინძლები არიან და შესაბამისად, ისინი მონაწილეობას არ იღებენ საკვალიფიკაციო მატჩებში. თუმცა, სურვილის შემთხვევაში მათ ამის უფლება ექნებათ.
იმ შემთხვევაში, თუ ყატარი შეთავაზებას დათანხმდება, ის A ჯგუფს დაემატება და აქ მონაწილე ნაკრებებთან მატჩებს გამართავს, თუმცა, მისი შედეგები არ იქნება გათვალისწინებული არცერთ კომპონენტში.
შეგახსენებთ, რომ ყატარი გასულ წლებში სამხრეთ ამერიკის ფედერაციამაც მიიწვია კოპა ამერიკაზე მონაწილეობისთვის და ფედერაცია შეთავაზებას დათანხმდა.