ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "პსჟ" თურქულ "ბაშაქშეჰირს" მასპინძლობს.
პირველი ტაიმის საწყის წუთებში დამხმარე არბიტრმა სტუმართა გუნდის ფეხბურთელის მიმართ რასისტული გამონათქვამი გამოიყენა, რის გამოც შეხვედრა შეწყდა.
კერძოდ, მთავარმა არბიტრმა ერთ მომენტში დამნაშავის გარკვევა სცადა, გვერდითმა მსაჯმა კი დემბა ბაზე მიუთითა და მას "ნეგრო" უწოდა.
ამ მომენტის შემდეგ სტუმრებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "პსჟს" ფეხბურთელებიც შეუერთდნენ და თამაში შეწყდა.