მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის, ედუარდო კამავინგას დამატებით.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რენის" ხელმძღვანელობა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბს დატოვებს და ახლა მხოლოდ მის სარფიანად გაყიდვაზე ფიქრობს.
წყაროს ცნობით, ფრანგებმა კამავინგას სატრანსფერო ფასი უკვე განსაზღვრეს და მას არანაკლებ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნს" მართლაც სურს ედუარდოს დამატება, სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს.