მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.
"კიმიხის აღდგენითი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა, ის ხვალ არ იქნება. არ გვსურს, მოვლენების დაჩქარება. დაველოდებით რამდენიმე დღე."
"რამდენიმე გუნდს დაახლოებით თანაბარი ქულები აქვთ დაგროვებული. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის მოსაგებად არაერთი კლუბი იბრძოლებს. ვეცდებით, მომდევნო 2 მატჩში 6 ქულა ავიღოთ და პოზიცია გავიმყაროთ."
"ლეროი ფეხბურთს ისე უყურებს, როგორც მე. მან იცის, რომ დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. სერიოზული ტრავმა, ტრანსფერი, კვლავ ტრავმა, ახალი საფეხბურთო იდეების გარემო. მას ამ ყველაფერთან ადაპტაცია სჭირდება."
"როდესაც კომანს ტრავმა არ აქვს, ის დიდებული ფეხბურთელია. კინგსლი მუდამ ეხმარება თანაგუნდელებს და სიამოვნებას იღებს ფეხბურთისგან."
"ვფიქრობ, ხუთშაბათს ჯილდოს ლევანდოვსკი მიიღებს. 2020 წელს მასზე უკეთესი არავინ ყოფილა და ეს დაიმსახურა. მწვრთნელის ტიტული მეორეხარისხოვანია ჩემთვის."
"გორეცკას თამაში ხვალინდელ მატჩში გამორიცხულია. იმედი მაქვს, ის შაბათს შეძლებს დაბრუნებას." - აცხადებს ფლიკი.