FIFA-მ 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად, ბევრისთვის მოულოდნელად, იურგენ კლოპი დაასახელა.
"ლივერპულის" დამრიგებელმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
"პირველ რიგში მადლობელი ვარ ამ ჯილდოსთვის. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ჩემი სახელი გავიგე თვალები გამიფართოვდა. ამას საერთოდ არ ველოდი."
"მე ვფიქრობ, რომ ამ ჯილდოს ჰანს ფლიკი იმსახურებდა. მან ყველა ტიტული მოიგო გასულ წელს." - აცხადებს კლოპი.