მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი რეკორდების მსხვრევას განაგრძობს.
მოგეხსენებათ, კლუბმა 2020 წელი მხოლოდ 1 წაგებით ჩაატარა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, 55 წლის სპეციალისტმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
ფლიკის გაწვრთნილი "ბაიერნი" ბუნდესლიგის ერთ მატჩში საშუალოდ 2.54 ქულას აგროვებს, მსგავსი შედეგი კი არცერთ კლუბს არ ჰქონია.
მეორე ადგილზე პეპ გვარდიოლას დამოძღვრილი "ბაიერნია", რომელიც ერთ შეხვედრაში 2.52 ქულას იღებდა.